|
2023-06-05 11:30:52, 780 ნახვა
საზოგადოება
5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა
გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, აქციაში მონაწილეობა, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროს კახა ცერცვაძესთან ერთად, მსახიობებმა, სპორტსმენებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს. ღონისძიება მიზნად ისახავდა გარემოს შენარჩუნების, გაუმჯობესებისა და დაბინძურებისგან დაცვის აქტივობებში საზოგადოების ფართო ჩართვის მნიშვნელობის ხაზგასმას. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1973 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით იმართება. 2023 წელს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილი პლასტმასით დაბინძურების საკითხია - #BeatPlasticPollutio (#არაპლასტმასითდაბინძურებას). „წლევანდელი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს მილიონობით ადამიანი ერთიანდება პლასტმასის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა ერთიანი ძალებით შევამციროთ დაბინძურება. მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა, გაიაზროს პრობლემის სიმძიმე და საერთო ძალისხმევით ვიზრუნოთ ნარჩენების შემცირებაზე“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ. საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას, არ დატოვონ ნარჩენები ბუნებაში.
ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ექსპორტი ომამდელ დონეს დაუბრუნდა - ფასი კი ეცემა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)