|
2023-06-03 23:51:22, 1087 ნახვა
საზოგადოება
ყირიმ–კონგოს ცხელებით ახალციხეში ექიმი გარდაიცვალა
ახალციხის სოფელ წყალთბილაში მცხოვრები ოჯახის ექიმი, 60 წლამდე კაცი, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით გარდაიცვალა. - ინფორმაციას რეგიონული მედია "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის განყოფილებაში აცხადებენ, ექიმმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მამაკაცი ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, შემდეგ კი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება ლუგარის ლაბორატორიამ დაადასტურა. დადასტურებიდან ორ დღეში, პირველ ივნისს პაციენტი გარდაიცვალა. 3 ივნისის მონაცემებით, მიმდინარე წელს ყირიმ–კონგოს ცხელებით სამცხე–ჯავახეთში რვა ადამიანი დაავადდა. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) არის ვირუსული ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ძირითადად ტკიპებს გადააქვთ. გადადება ასევე შესაძლებელია დაინფიცირებული ცხოველის ქსოვილებთან (ქსოვილთან, საიდანაც ვირუსი სისხლში შევიდა) კონტაქტით ამ ცხოველის დაკვლის დროს ან უშუალოდ დაკვლის შემდეგ. ყირიმ-კონგოს გავრცელება საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებისთვის, რადგან ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემიები, აქვს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი (10-40%), ხშირია საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებში გავრცელების შემთხვევები, ამავე დროს, რთულია მისი პრევენცია და მკურნალობა. ყირიმ-კონგოს ცხელება ენდემურია აფრიკისთვის, ბალკანეთისთვის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიისათვის. დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში აღწერეს და სახელად ყირიმის ჰემორაგიული ცხელება უწოდეს. 1969 წელს დაადგინეს, რომ პათოგენი, რომელიც ყირიმის ჰემორაგიულ ცხელებას იწვევდა, იგივე იყო, რაც პათოგენი, რომელიც 1956 წელს კონგოში იდენტიფიცირებულ დაავადებას იწვევდა. ამ ორი ადგილის ასეთი კავშირი აისახა დაავადებისა და ვირუსის ამჟამინდელ სახელწოდებაში.
ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ექსპორტი ომამდელ დონეს დაუბრუნდა - ფასი კი ეცემა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)