|
2023-06-03 18:42:20, 1050 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საგარეო ინდონეზიის გეგმაზე - უკრაინასა და რუსეთს შორის არ არსებობს რეფერენდუმის ჩასატარებლად სადავო ტერიტორიები
რუსული არმია სჩადის ომის დანაშაულებს, რუსეთმა უკრაინის ტერიტორია უნდა დატოვოს, უკრაინამ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს, ალტერნატიული სცენარი არ შეიძლება არსებობდეს, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ინდონეზიის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას. ნიკოლენკოს თქმით, ცეცხლის შეწყვეტა, ძალების 15-კილომეტრიანი გამიჯვნა და დემილიტარიზებული ზონის შექმნა არ იმუშავებს, ვინაიდან რუსეთი ახლა ყველანაირად ცდილობს ჩაშალოს უკრაინის კონტრშეტევა. ინდონეზია მნიშვნელოვანი ქვეყანაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში, რომელიც ამჟამად ASEAN-ს თავმჯდომარეობს. გასულ წელს პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო - აზიის პირველი ლიდერი - ეწვია კიევს, რათა თავად ენახა რუსული აგრესიის შედეგები. ჩვენ ვაფასებთ ყურადღებას, რომელსაც ინდონეზია იჩენს უკრაინაში მშვიდობის აღდგენის საკითხში, როგორც ჩანს, დასკვნები გამოაქვს საკუთარი ისტორიიდან. ამასთან, უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის არ არსებობს რეფერენდუმის ჩასატარებლად სადავო ტერიტორიები. აგრესიული აქტის ჩადენის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ დაიკავა ყირიმი, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟირსა და ხერსონის რეგიონების ნაწილები. ფაქტი გაეროს ოფიციალურ დოკუმენტებშია დაფიქსირებული. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული არმია სჩადის ომის დანაშაულებს, დანაშაულებებს კაცობრიობის წინააღმდეგ და გენოციდს. რუსეთი უნდა გავიდეს უკრაინის ტერიტორიებიდან და უკრაინამ უნდა აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. არ შეიძლება იყოს ალტერნატიული სცენარები. ცეცხლის შეწყვეტა, ძალების 15-კილომეტრიანი გამიჯვნა და დემილიტარიზებული ზონის შექმნა არ იმუშავებს. რუსეთი ახლა ყველანაირად ცდილობს ჩაშალოს უკრაინის კონტრშეტევა. ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის გარეშე, რუსეთს საშუალებას მისცემს იყიდოს დრო, გადაჯგუფდეს, მოიკიდოს ფეხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მოიკრიბოს ძალა აგრესიის ახალი ტალღისთვის. გრძელვადიანი მშვიდობა უკრაინაში ნიშნავს უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლებას რუსული ოკუპაციისგან. სწორედ ამას ისახავს მიზნად უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა. ჩვენ ვიწვევთ ინდონეზიას შეუერთდეს მის აქტიურ განხორციელებას",- წერს ნიკოლენკო. შეგახსენებთ, რომ ინდონეზიამ უკრაინასთან დაკავშირებით თავისი სამშვიდობო გეგმა წარადგინა. სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, სამშვიდობო ძალების კონტროლქვეშ დემილიტარიზებული ზონის შექმნას და გაერო-ს ეგიდით ახალი რეფერენდუმების გამართვა „სადავო ტერიტორიებზე“.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)