2023-06-01 22:41:02, 578 ნახვა
საზოგადოება
ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მისი მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს [ვიდეო]
პარლამენტთან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მისი მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს. როგორც თვითმხილველი რაფიელ კაკაბაძე აცხადებს, როგორცკი ბექა გრიგორიადისმა დააპირა კარვის გაშლა, სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით წაართვეს და შემდეგ დააკავეს. "მეხუთე დღეა ლაზარე გრიგორიადისის მამა, მის თანამოაზრებთან ერთად, პარლამენტის უკან ათენებს ღამეს. შსს ყოველ ჯერზე ძალადობრივად გვართმევს კარავს. გამოვიდეთ იმისთვის, რომ საკუთარი თვალით ვიხილოთ რუსული რეჟიმის უკანონო საქციელი და ხვალ იგივე არ განმეორდეს. ჩვენი შვილები იმსახურებენ სამართლიან, თავისუფალ გარემოს და არა რუსულ რეჟიმს", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 1-ელ მაისს, სასამართლომ გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ ლაზარე გრიგორიადისის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა. ავტორი: ექსპრესნიუსი, ბაიდენი - ვაშინგტონი ბრიტანეთის გვერდით დგას რუსეთის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის საკითხში
Reuters - რუსეთი შორ მანძილზე მოიერიშე უპილოტო საფრენ აპარატებს ჩინური ძრავებით ამზადებს
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს გასვლითი რეგიონული ღონისძიებები შიდა ქართლში გაგრძელდება
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 76 „შაჰიდიდან“ 72 ჩამოვაგდეთ
|
ომი უკრაინაში ბაიდენი - ვაშინგტონი ბრიტანეთის გვერდით დგას რუსეთის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის საკითხში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 76 „შაჰიდიდან“ 72 ჩამოვაგდეთ
სტანო - პუტინის განცხადება არ შეცვლის ევროკავშირის პოზიციას, ვიდრე ის უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიას აგრძელებს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა - სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება
მთავარი თემა
|