06:40 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-30 16:50:25, 812 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - წელს აჭარაში ველოდებით 4 მლნ-ზე მეტ ვიზიტორს - ბათუმი განსაკუთრებით მოემზადა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების მისაღებად

ყველა არსებული მოლოდინი, დინამიკა გვიჩვენებს, რომ წელს გვექნება უპრეცედენტოდ წარმატებული საზღვაო ტურისტული სეზონი, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

აჭარის მთავრობის ცნობით,  2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა აჭარაში გაორმაგებულია.

ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია 102%- ით. აქტიურად მიმდინარეობს რეგიონის პოპულარიზაცია. ბათუმის ტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობიან BBC-ის, EUronews- ის, DW- ის მილიონობით მაყურებელი. გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ბათუმის აეროპორტშიც. არსებული მონაცემებით ივნისში დაგეგმილი საერთაშორისო მიმართულებებით ფრენების რაოდენობა შეადგენს 360 სიხშირეს, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +42 %-ით.

არსებულ მიმართულებებს ივნისიდან დაემატება ფრენები დუბაიდან, თეირანიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან.

"რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაიხსნება ტურისტული სეზონი. მინდა გთხოვოთ და ყველას მოგიწოდოთ, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ნებისმიერი ხარვეზი და მაქსიმალურად წარმატებით და ეფექტიანად ჩავატაროთ საზღვაო ტურისტული სეზონი. ბათუმში არაერთი ისტორიული მნიშვნელობის საქმე გაკეთდა. განსაკუთრებით მოემზადა ჩვენი ქალაქი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების მისაღებად. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ტემპი, დინამიკა კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ. მინდა აღვნიშნო, რომ წელს ჩვენ ველოდებით 4 მლნ ზე მეტ ვიზიტორს და რა თქმა უნდა ბათუმი იქნება ცენტრალური ამ საკითხში", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმი 2023 წელს არაერთი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძელია. ქალაქმა უმასპინძლა ფარიკაობის მსოფლიო თასს, ევროპის სოფლად ტურიზმის ასამბლეას, საერთაშორისო ტურნირს კონტაქტურ კარატეში. ბათუმში დაგეგმილია ისეთი მნიშვნელოვანი და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები როგორიცაა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გალა ღონისძიება. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბათუმის სტადიონი მსოფლიო დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას, სადაც საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს მზადება საზღვაო ტურისტული სეზონისთვის.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი