|
2023-05-29 22:27:47, 840 ნახვა
მსოფლიო
ილჰამ ალიევმა ყარაბაღის ე.წ ლიდერს დანებება შესთავაზა, ე.წ პარლამენტს და მინისტრებს ამინისტია
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შესთავაზა არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას „დაუმორჩილებდეს აზერბაიჯანის კანონებს“, ხოლო ყარაბაღის ლიდერს არაიიკ ჰარუთუნიანს დანებება შესთავაზა „ვითომ არის მოქმედი პარლამენტი, ვითომ არის პრეზიდენტი, მინისტრი, ეს ყველაფერი სასაცილოა. ჩვენ უბრალოდ მოთმინება გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად იცის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა ამ რეგიონში განვახორციელოთ ნებისმიერი ოპერაცია. ამიტომ, პარლამენტი უნდა დაითხოვოს, ელემენტმა, რომელიც საკუთარ თავს პრეზიდენტს უწოდებს, უნდა დანებდეს, ყველა მინისტრმა, მოადგილემ და სხვამ უკვე უნდა დატოვოს თანამდებობები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დათმობაზე წასვლა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ რაიმე სახის ამნისტიაზე“, - განაცხადა ალიევმა ქალაქ ლაჩინში დაბრუნებულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამბობს, რომ ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლები ბაქოში ორჯერ იყვნენ მიწვეული და "მესამე მოწვევა არ იქნება". „ჩვენ იქ დელეგაცია გავგზავნეთ. ჩემმა წარმომადგენელმა მათთან პირველი შეხვედრა იქ გამართა, რის შემდეგაც ბაქოში მოვიწვიეთ - მობრძანდით, ვილაპარაკოთ. მათ უარი განაცხადეს. ამის შემდეგ ისინი მეორედ მოვიწვიეთ ბაქოში. ანუ ყარაბაღში მცხოვრები სომხური უმცირესობის წარმომადგენლები. ამაზეც უარი თქვეს. მესამე მოწვევა არ იქნება. ან თვითონ მოვლენ თავმდაბლად, ან მოვლენები სხვა მიმართულებით განვითარდება. ამიტომ, მათ შეუძლიათ ამნისტიის ქვეშ მოექცნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნებაყოფლობით დატოვებენ ყველა ფიქტიურ თანამდებობას და მიმართავენ აზერბაიჯანის მოქალაქეობას“, - დასძინა მან. ალიევი ასევე ამბობს, რომ საზღვრების დელიმიტაცია უნდა მოხდეს აზერბაიჯანის პირობებით, „ანუ სამართლიანი პირობებით“ და სამშვიდობო ხელშეკრულება „საერთაშორისო პირობებზე უნდა იყოს დაფუძნებული“. მისი თქმით, „გზა უნდა გაიხსნას“ ნახიჩევანის ავტონომიისკენ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)