|
2023-05-28 23:08:47, 884 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი: დღეს თურქეთმა მოიგო!
მთელმა თურქეთმა მოიგო დღეს! 28 მაისის კენჭისყრამ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ახალი ფურცელი გახსნა. "თურქეთის ასი წლის" კონცეფციის განხორციელება დაიწყო. - ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კვირა საღამოს სტამბოლის უსკუდარის რაიონში შეკრებილ თანამოქალაქეებს მიმართა. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არავის ძალუძს თურქეთის მიღწევებზე ხელყოფა. პრეზიდენტმა ერდოღანმა დიდი მადლობა გადაუხადა თურქეთის ხალხს „დემოკრატიის დღესასწაულისთვის“. „თურქეთის ხალხის მხარდაჭერით დავასრულეთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. როგორც 14, ასევე 28 მაისის არჩევნებში გამარჯვებული თურქეთის 85 მილიონი მოქალაქეა. მადლობას ვუხდი თურქეთის თითოეულ მოქალაქეს იმ შესაძლებლობისთვის, რომ კიდევ 5 წელი ვიყო თურქეთის ხელისუფლების სათავეში“, - განაცხადა პოლიტიკოსმა. ერდოღანმა ყურადღება უცხოელი კოლეგებისგან მიღებულ პირველ მილოცვაზე გაამახვილა. „აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ჩემმა ძმამ ილჰამ ალიევმა დარეკა. სატელეფონო საუბარი შედგა ასევე ჩემს ძმას უზბეკეთიდან შავქათ მიზიოევთან. დარეკა ლიბიის პრემიერ-მინისტრმაც. მივიღე ზარი ყატარიდან. ყველა მზადაა თურქეთში ჩავიდეს და პირადად მომილოცეს“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა. თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების წინასწარი დათვლა მიმდინარეობს. ახლა დათვლილია ბიულეტენების 98%-ზე მეტი. თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიიღო ხმების 52,11%, ხოლო მისმა ოპონენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ქემალ კილიჩდაროღლუმ 47,89% მიიღო სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს მიერ გამოქვეყნებული ხმების წინასწარი დათვლის შედეგების მიხედვით. შეგახსენებთ, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 14 მაისს გამართულ არჩევნებში პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო. პირველი ტურის შედეგების მიხედვით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,52%, ქემალ ქილიჩდაროღლუმ 44,88%, ხოლო სინან ოღანმა 5.17% მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილზე გასულმა სინან ოღანმა რამდენიმე დღის წინ მეორე ტურში მხარდაჭერა მოქმედ პრეზიდენტს გამოუცხადა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)