2023-05-26 21:46:41, 360 ნახვა
საზოგადოება
„თავისუფლების სიყვარულით" ქედის მუნიციპალიტეტი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
![]() საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიღძვნილი ღონისძიება დაბა ქედაში დამოუკიდებლობის სკვერში გაიხსნა. ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, შეკრებილ საზოგადოებას ეროვნული დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ძალოვანი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები, ქედის ხანდაზმულთა კლუბის წევრები და მოწვეული სტუმრები, რომლებმაც დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი პირის ყედირ შერვაშიძის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიების ფარგლებში დროშებით მოეწყო მსვლელობა სკვერიდან ცენტრის მიმართულებით. მსვლელობას წინ უძღვოდა კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავეები, რომლებმაც ცეკვა „ქართული" შეასრულეს. სპორტული ღონისძიებები ცხმორისის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის მიერ შესრულებული ცეკვა „ხორუმით" გაიხსნა. საქართველოს დამოუკუდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაგრძელდა სპორტული აქტივობებით გოგონებსა და ბიჭებს შორის მარათონი გარბენში, რომლებმაც სტარტი აიღეს დაბა ქედაში მდებარე ხიდიდან 9 აპრილის ქუჩის მიმართულებით. საპრიზო ადგილზე გასული ახალგაზრდები ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრიდონ ფუტკარაძემ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა. ასევე, შეჯიბრი გაიმართა არჩილ ფარტენაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ბირთვის ტყორცნაში. გამარჯვებულ სპორტსმენებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში, რამოდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა სამოყვარულო შეჯიბრი ნარდში და ჭადრაკში. ღონისძიების დასასრულს ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში დასკვნითი კონცერტი გაიმართა, რომელშიც ღონისძიებაში ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და ვოკალურ-ინსტრუმენტალური ბენდი ღებულობდა მონაწილეობას.
მდინარაძე - პაპუაშვილი იყო რუმინეთში, სადაც უკვე მკაფიოდ თქვეს, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
მდინარაძე ივანიშვილზე - ეს კაცი ვერ გაიცნეს, სამშობლოსთვის საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე სასწორზე დადო
მდინარაძე - საქართველოს გაერთიანების გზაზე მთავარი გზავნილი მშვიდობა, პატიება და შერიგება უნდა იყოს
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე - აზერბაიჯანს სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე სამხედრო მიზნები და ამოცანები არ აქვს
|
ომი უკრაინაში![]() სტოლტენბერგი - რუსეთის მიზნები უკრაინის წინააღმდეგ ომში არ შეცვლილა
![]() ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის მიმართულებით დაწინაურდნენ
![]() უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 276 990-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
![]() ოთხი არშემდგარი რევოლუციის ფონზე მახუთე ხელისუფლებამ დაანონსა - დაშინება თუ რეალური საფრთხე
მთავარი თემა
|