|
2023-05-26 15:53:59, 1006 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ ქუთაისში აღნიშნავს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტო ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობას სთავაზობს. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ესწრება: “გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ჩვენ ბევრი ვიბრძლეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ამ ბრძლაში ვართ ერთიანი, და შესაბამისად, ძლიერები. დღეს მთელი საქართელო ზეიმობს. გარემოს დაცცისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზატორია ქუთაისში, მცხეთასა და ოზურგეთში. ისტორიულ ქალაქ ქუთაისში ვზეიმობთ ამ დღესასწაულს, დაცული ტერიტორიების სააგენტო სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობებს სთავაზობს სტუმრებს, კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ვისაც საკუთარი წვლილი შეაქვს ამ მონაპოვარის შენარჩნებაში და ქვეყნის ნათელი მომავლის შექმნაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. იმერეთი უძველესი ისტორიის გარდა მრავალფეროვანი ბუნებით, განსაკუთრებით კი მღვიმეებითა და კანიონებით გამოირჩევა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. დაცული ტერიტორიების სააგენტო სხვადასხვა სივრცით არის წარმოდგენილი: პრომეთეს მღვიმის, ოკაცეს, თეთრა მღვიმის, რომლებშიც სტუმრებს საქართველოს უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალური მოგზაურობის შესაძლებლობა აქვთ; წარმოდგენილია საქართველოს დაცული ტერიტორიების და ეროვნული პარკების საინფორმაციო სტენდები. მთელი დღის განმავლობაში, ცენტრალურ ბულვარში გაიმართება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, საბავშვო-გასართობი აქტივობები. 17:10 საათზე, იმ დროს, როდესაც 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება. საზეიმო ღონისძიებები რუსა მორჩლაძის, თემურ თათარაშვილის და „ოჩოს ქოხი”-ს კონცერტით დასრულდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მცხეთაში, ოზურგეთსა და ბათუმში წარმოადგენს.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)