|
2023-05-20 12:48:30, 1034 ნახვა
პოლიტიკა
არახამია ფრენების აღდგენაზე - ამ გადაწყვეტილებით ქართული სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესები დარტყმის ქვეშ დგება
G-7-ის შეთანხმების თანახმად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება, ასევე, იმ ქვეყნებზე კონტროლის გაძლიერება, რომლებიც რუსეთს დასავლური სანქციების თავის არიდებაში ეხმარებიან, სრულიად გაუგებარს ხდის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას რუსული სანქცირებული თვითმფრინავებისთვის ქართული ცის გახსნასნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უზენაესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფოს ამ გადაწყვეტილებით დარტყმის ქვეშ დგება, როგორც ქართული სახელმწიფოს ინტერესები, ასევე, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიც. მან დასძინა, რომ ესმის ქართველი ხალხის პროტესტის და ეროვნული ინტერესების დაცვისთვის საქართველოს მოსახლეობას მადლობა უხდის. "დიდი შვიდეულის შეთანხმების თანახმად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება, ასევე, იმ ქვეყნებზე კონტროლის გაძლიერება, რომლებიც რუსეთს დასავლური სანქციების თავის არიდებაში ეხმარებიან, სრულიად გაუგებარს ხდის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას რუსული სანქცირებული თვითმფრინავებისთვის ქართული ცის გახსნასნასთან დაკავშირებით. თბილისში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ რუსული ავიაკომპანია ,,აზიმუტის" თვითმფრინავი დაეშვა. ხვალ კი სხვა საეჭვო რეპუტაციის მქონე რუსული კომპანია შეასრულებს რეისს. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ოკუპანტის ზრახვებთან თანამშრომლობაში თანხმობას გამოთქვამს ,,ჯორჯიან ეარვეისი", რომელსაც მგზავრები დასავლეთის ქვეყნებშიც გადაყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ დარტყმის ქვეშ დგება, როგორც ქართული სახელმწიფოს ინტერესები, ასევე, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიც. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, სრულიად გასაგებია თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის პროტესტი ეროვნულ ინტერესების დაცვის საქმეში. დიდი მადლობა თქვენ, საქართველოს ეროვნული პოლიტიკის მცველებო", - წერს არახამია. შეგახსენებთ, რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. რუსეთის ფედერაციის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების შემდეგ, ეს მოსკოვიდან პირველი რეისია. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-იც იწყებს. ავიაკომპანიის მიერ ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება. გარდა ამისა, დღეს, 19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-ი დაიწყებს. მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა.
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
Politico - აშშ-მ უამინდობის გამო სისტემური გაუმართაობის გამო უკრაინა სარაკეტო დარტყმის შესახებ არ გააფრთხილა
საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებში 160 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
ნოდარ მელაძე საპატრიარქოს მიერ ტელევიზიების დაბლოკვაზე - ასეთი რამ, არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობის დროს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)