10:57 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 15:17:37, 646 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - 2022 წელს, მნიშვნელოვნად გაიზარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი სერვისების რაოდენობა

დაფინანსების მოცულობასთან ერთად, 2022 წელს, მნიშვნელოვნად გაიზარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი სერვისების რაოდენობა, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით,  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი გაზრდილია და  880 მილიონ ლარს შეადგენს.

„მოიხსნა ასაკობრივი შეზღუდვა დეფიბრილატორების დაფინანსებაზე და ასევე მოიხსნა ასაკობრივი შეზღუდვა აბლაციების დაფინანსებაზეც. გარდა ამისა, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიური დაფინანსება, თითოეულ პაციენტზე, 25 000 ლარამდე გაიზარდა. მოიხსნა თანაგადახდა და ყველა  კატეგორიის ბენეფიციარისთვის, ონკოლოგიური სერვისები ანაზღაურდება სრულად.

პროგრამას დაემატა გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის კომპონენტი და ამოქმედდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის კომპონენტი, რომლის ბიუჯეტი, წლიურად, 11 მილიონ ლარს შეადგენს“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმითვე, რეაბილიტაციის სერვისების შემდგომი განვითარების ხელშეწყობისთვის, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და ტექნიკური დახმარებით მომზადდა და საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა, საქართველოში პირველად, „სარეაბილიტაციო მომსახურების განვითარების 2023-2027 წლების  სტრატეგია“.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics