|
2023-05-17 17:44:17, 930 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური ეხმაურება მედია საშუალებით გავრცელებულ განცხადებას საქართველოში სანქცირებული ნავთობპროდუქტების შემოტანის თაობაზე
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება მედია საშუალებით გავრცელებულ განცხადებას საქართველოში სანქცირებული ნავთობპროდუქტების შემოტანის თაობაზე. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ : "შპს "შავი ზღვის ტემინალში" ( ყულევის პორტი) არსებულ რეზერვუარებში ინახება ყაზახური და თურქმენული კომპანიის მიერ წარმოებული, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ქართული კომპანიის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) მფლობელობაში არსებული ნავთობპროდუქტი (მაზუთი). ყაზახური წარმოშობის მაზუთის რაოდენობა შეადგენს 11494.529 ტონას, ხოლო თურქმენული წარმოშობის მაზუთის რაოდენობა შეადგენს 36556.615 ტონას. რაც შეეხება, ქართული კომპანიის მფლობელობაში არსებულ მაზუთს, მისი რაოდენობა 8995.059 ტონას შეადგენს. ზემოაღნიშნული ყაზახური და თურქმენული კომპანიების მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიმართ მიწოდებულ დროებითი შენახვის დეკლარაციებში მითითებულია გამომგზავნი ქვეყნის ექსპორტის დეკლარაციები, რომლებშიც წარმოშობის ქვეყნებად დაფიქსირებულია ყაზახეთი და თურქმენეთი, რაც დასტურდება მოწოდებული საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერთიფიკატებით. რაც შეეხება, ქართული კომპანიის მფლობელობაში არსებულ მაზუთს, კომპანიას აღნიშნული საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში გაფორმების მიზნით, დეკლარირება არ განუხორციელებია და ასევე, არ მოუმართავს შემოსავლების სამსახურისთვის საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად. კომპანიის მომართვის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი განახორცილებს შესაბამისი კონტროლის ღონისძიებებს, როგორც საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის, ასევე სანქციების მიმართულებით. ამასთან აღვნიშნავთ, რომ არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს შპს ,,შავი ზღვის ტერმინალში" ამჟამად არის განთავსებული 600 სარკინიგზო ვაგონით მაზუთი. ტერმინალის რეზერვუარებში განთავსებული მაზუთის გარდა, ყულევის პორტის სავაგონო პარკში დასაცლელად შემოსულია 65 ერთეული მაზუთით დატვირთული ვაგონი, საიდანაც 37 სარკინიგზო ვაგონი არის ქართული კომპანიის მფლობელობაში არსებული მაზუთი, ხოლო 28 ვაგონი ყაზახური წარმოშობის მაზუთით არის დატვირთული. აღნიშნული საქონლის მიმართაც, მფლობელ კომპანიებს შესაბამის საბაჟო პროცედურაში გაფორმების მიზნით, დეკლარირება ამ დრომდე არ განუხორციელებიათ. გვინდა ხაზგასმით აღვნიშოთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით ტვირთების/კომპანიების/მფლობელების მონიტორინგი მკაცრ კონტროლს ექვემდებარება. შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველა მედია საშუალებას თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და აღნიშნავს, რომ თითოეული სამართალდარღვევის ფაქტზე უწყება რეაგირებს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)