09:49 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-14 20:20:20, 852 ნახვა

მსოფლიო
ქემალ კილიჩდაროღლუ - არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ საარჩევნო ყუთები

ნაციონალური ალიანსის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქემალ კილიჩდაროღლუმ ხმის მიცემის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში თურქებს მოუწოდა არ დატოვონ საარჩევნო ყუთები.

ოპოზიციის გაერთიანებულმა კანდიდატმა თავის Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, აღნიშნა რომ ხალხის ნების სრული და სწორი გამოვლინება დამოკიდებულია თითეული ადამიანის ნებაზე.

"მინდა მოვუწოდო დემოკრატიის ჩვენს გმირებს. არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ საარჩევნო ყუთები ბოლო ხელმოწერილი ყუთის მიწოდებამდე. ხალხის ნების სრული და სწორი გამოვლინება დამოკიდებულია თქვენს გადაწყვეტილებაზე. ნახავ, ღირს შენი დაღლილობა." - განაცხადა ქემალ კილიჩდაროღლუმ.

თურქეთში, სადაც დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართებოდა, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.

მედიის ინფორმაციით, თურქეთში და მის ფარგლებს გარეთ 64,1 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა, მათ შორის 4,9 მილიონმა ადამიანმა პირველად მისცა ხმა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის - თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოპოზიციური "რესპუბლიკური სახალხო პარტიის" ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუ და "ATA ალიანსის" წევრი სინან ოგანი. პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა პარტია „სამშობლოს“ თავმჯდომარემ, მუჰარემ ინჯემ 11 მაისს კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა.

თურქეთში არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. პრეზიდენტი ხდება კანდიდატი, რომელიც არჩევნების პირველ ტურში ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ ხმათა უმრავლესობას ვერც ერთი კანდიდატი მოიპოვებს, არჩევნების მეორე ტური იმ ორ კანდიდატს შორის იმართება, რომლებიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მეტ პროცენტს დააგროვებენ.

არსებული ინფორმაციით, მეორე ტური, საჭიროების შემთხვევაში, 28 მაისს ჩატარდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics