|
2023-05-08 10:57:04, 843 ნახვა
საზოგადოება
ნესტან აბდუშელიშვილის გამოფენა „თიბისი კონცეპტში“
„თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე, „ქოლგა თბილისი ფოტო 2023"-ის ფარგლებში, მასპინძლობს ხელოვან ნესტან აბდუშელიშვილის სოლო გამოფენას „ვარდობისთვე“. ნესტან აბდუშელიშვილი გამოფენაზე „ვარდობისთვე“ ზრუნვის კონცეპტს, მისი მრავალგანზომილებიანობის კვლევას წარმოგვიდგენს. ნამუშევრებში ზრუნვა არეკლილია ინდივიდუალური და კოლექტიური გამოვლინებებით. ფოტოებში ზრუნვის მთლიანი სპექტრია გამოკვლეული - უზრუნველობიდან გადამეტებულ ზრუნვამდე, ცხოველურიდან ადამიანურამდე, ზრუნვა როგორც, გარემოსთან, სხვასთან და საკუთარ თავთან ურთიერთობის ფორმა. ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა თანამედროვე სამყაროს ინდივიდუალური გაუცხოებისა და თანაგრძნობისგან დაცლილ, უტილიტარისტულ ქაოსში გულგრილობისა და ზრუნვის ფენომენს. ხელოვანი ეხება ზრუნვის ინსტინქტურ, დედობრივ ხასიათს და სხვაზე ზრუნვის მისტიურობას. გამოფენა აერთიანებს პეიზაჟებს, პორტრეტებს, ნატურმორტებს, სტატიკურ და მოძრავ გამოსახულებებს, ყვავილებს და ადამიანებს, ამინდისა და გარემოსგან ტრანსფორმირებულ მიტოვებულ ქანდაკებებს. ნამუშევრების ეს ერთობლიობა ღიად აჩვენებს ხელოვანის ფიქრის დინებას. ნესტან აბდუშელიშვილი (1989) მუშაობს და ცხოვრობს თბილისში. მისი ძირითადი მიმართულება ესქპერიმენტული ფოტოგრაფიაა. ხელოვანისთვის არსებითია როგორც გადაღების პროცესი, ასევე ბეჭდვისას სხვადასხვა მასალის გამოყენება, რომლებსაც საბოლოოდ ობიექტებად აქცევს. ნესტანის ბოლოდროინდელი სოლო და ჯგუფური გამოფენებია: „ის რაც მიდის და რჩება“, სახელოვნებო სივრცე რაუმი, 2023; „სიცილი სიცილისთვის და მწუხარება სიცრუისთვის“, ობსკურა, 2022; ‘In the Shoeshop Near the Bakery', გალერეა 4710, 2022; „ელემენტი - დავიწყებული გრძნობები“, გალერეა ნექტარი, 2020; 2017-2018 წლებში სწავლობდა ფოტოგრაფიას IED მადრიდში. გამოფენის კურატორია მარიამ წიქარიძე. გამოფენის ხანგრძლივობა: 11 მაისი - 20 ივნისი, 2023 გამოფენის გახსნა: 11 მაისი , 18:00 საათი სამუშაო საათები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით10:00 - 20:00 სთ. მისამართი: „თიბისი კონცეპტი“, მარჯანიშვილის 7.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)