|
2023-05-05 19:06:55, 1169 ნახვა
საზოგადოება
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-სთან დაკავშირებით SOLO Talks-ის შეხვედრა გაიმართება
SOLO-ს მხარდაჭერით, წელს საქართველოში ქართული მოდის ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ტარდება. ღონისძიების ფარგლებში, საქართველო მსოფლიო მოდის ინდუსტრიის კრიტიკოსებს, მოდის მიმდევრებს და მედიის წარმომადგენლებს Factory Tbilisi-ში მასპინძლობს, სადაც ისინი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებებს ესწრებიან. მოდის მოყვარული SOLO მომხმარებლებისთვის კი ქართული მოდის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-სთან დაკავშირებით SOLO Talks-ის შეხვედრა გაიმართება. 6 მაისს 15:00 საათზე ჭავჭავაძის ლაუნჯში ALDOMARIACAMILLO-ს დამფუძნებელთან და კრეატიულ დირექტორთან, Aldo Maria Camillo-სთან შეხვედრა ჩატარდება, სადაც ის მსმენელს სამოდელო სახლებში მიღებული გამოცდილებისა და საკუთარი ბრენდის შექმნის ისტორიაზე მოუყვება, ასევე, გაუზიარებს მოდის მეშვეობით იდენტობის გამოხატვის ხერხებს და ALDOMARIACAMILLO-ს მოდის სახლში მამაკაცის კოლექციის შექმნის პროცესზე ესაუბრება. SOLO Talks-ზე დასწრება მხოლოდ SOLO მომხმარებლებისთვის არის შესაძლებელი. SOLO Talks არის ღონისძიებების ყოველკვირეული სერია, სადაც თავის სფეროში წარმატებული ადამიანები საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებს. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გაიმართა შეხვედრა იტალიელ მწერალთან და ანტერპრენერთან, Danilo Venturi-სთან, სადაც სპიკერი პანდემიის, ომისა და ეკონომიკური კრიზისების გავლენით მოდის ახალი ეპოქის წარმოქმნის შესახებ ესაუბრა მსმენელს. ინფორმაციისთვის, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 4-8 მაისს Factory Tbilisi-ს ტერიტორიაზე ტარდება. SOLO მომხმარებლებისთვის აღნიშნულ სივრცეში წარმოდგენილი იქნება SOLO Boutique-ის სტენდი, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ გამორჩეული ბრენდების (Crash Baggage, Gaggia, Philippe V, Luccaffe, Stetson, Bangle Up...) პროდუქცია და SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას ისარგებლონ 20%-იანი ქეშბექით. SOLO და WM ბარათის მფლობელებისთვის კი აღნიშნული ბრენდების ნივთები SOLO ლაუნჯში და Shopshop.ge-ზე არის ხელმისაწვდომი.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)