|
2023-05-03 19:34:16, 1033 ნახვა
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი - NATO უფრო ძლიერია, როდესაც ერთი ხმით საუბრობს
NATO უფრო ძლიერია, როდესაც ერთი ხმით საუბრობს, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პრესკონფერენციისას განაცხადა. მისივე თქმით, NATO-მ 2008 წელს, ბუქარესტში მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასთან და საქართველოსთან დაკავშირებით, სხვა ძირითადი ელემენტი კი ღია კარის პოლიტიკაა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვილნიუსში NATO-ს წევრმა ყველა ქვეყანამ ამასთან დაკავშირებით ერთხმად ისაუბროს. “ძირითადი ელემენტი აქ ისაა, რომ NATO-მ 2008 წელს, ბუქარესტში მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასთან და საქართველოსთან დაკავშირებით. სხვა ძირითადი ელემენტი კი ღია კარის პოლიტიკაა, რომელიც მკაფიოდ გაცხადებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვილნიუსში NATO-ს წევრმა ყველა ქვეყანამ ამასთან დაკავშირებით ერთი ხმით ისაუბროს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა პოზიცია. მაგალითად, ჩვენი და შვედეთის წევრობასთან დაკავშირებით. NATO უფრო ძლიერია, როდესაც ერთი ხმით საუბრობს და სწორედ ეს უნდა განვიხილოთ ვილნიუსის სამიტამდე”, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
ევროკავშირი სანქციების შესახებ კენჭისყრაში წევრი სახელმწიფოების ვეტოს უფლების შეზღუდვას განიხილავს
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)