10:44 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-03 14:24:32, 1482 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ფინეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ფინეთში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ზელენსკი ჰელსინკიში ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტოს შეხვდება და შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.

ფინეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, შეხვედრაზე პრეზიდენტები უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიისგან თავდაცვაში, ორმხრივ ურთიერთობებსა და შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებას განიხილავენ. 

მათივე ცნობით, პრეზიდენტები მონაწილეობას მიიღებენ უკრაინულ-სკანდინავიურ სამიტში, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ შვედეთის, ნორვეგიის, დანიისა და ისლანდიის პრემიერ-მინისტრები.

ლიდერების შეხვედრაზე ისაუბრებენ უკრაინაში არსებულ საომარ ვითარებაზე, უკრაინის მხარდაჭერაზე, უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზე, უკრაინის "მშვიდობის ფორმულის" შესრულებაზე. ზელენსკი ჩრდილოეთ ევროპის ლიდერებთან ორმხრივ მოლაპარაკებებსაც გამართავს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციების შესახებ კენჭისყრაში წევრი სახელმწიფოების ვეტოს უფლების შეზღუდვას განიხილავს
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics