|
2023-05-02 12:59:35, 697 ნახვა
საზოგადოება
თბილისი ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს შეხვედრის მასპინძელია
საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით, 1-8 მაისს, თბილისი ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრას მასპინძლობს. ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონია დღეს თბილისის საკრებულოში გაიმართა, სადაც თბილისის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა. დედაქალაქის მერმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. „მოხარული ვარ, რომ თბილისი პირველად მასპინძლობს ევროპის ახალგაზრდული გაერთიანების საბჭოს სხდომას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვართ ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU) კანდიდატი წევრი 2019 წლიდან, რაც ახალგაზრდების საერთაშორისო კავშირების გამყარებას და მათ ინტეგრირებას შეუწყობს ხელს. ახალგაზრდების მაქსიმალური ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში ჩვენი ქვეყნის ძლიერი მომავლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სახელმწიფოც და დედაქალაქიც აქტიურად მუშაობს და ამის დამსახურებაა, რომ დედაქალაქში არამარტო ადგილობრივი დონის ღონისძიებები თუ აქტივობები იმართება, არამედ ხშირად ვმასპინძლობთ მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებებსაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა დელეგაციის წევრებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს დედაქალაქში გატარებული დღეები მათთვის დაუვიწყარი იქნება. „ვიცი, რომ დელეგაციას შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვს, საქართველოში აირჩევენ ახალ მენეჯმენტს, გაიმართება სამუშაო სესიები, გაეცნობით ჩვენი ქვეყნის კულტურას, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს, უგემრიელეს სამზარეულოს. მინდა, წარმატებები გისურვოთ და ერთი რამ ვთქვა: ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, ჩვენი მხრიდან სტუდენტებს ყოველთვის აქვთ მხარდაჭერა და თანადგომა სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების საშუალებით. ეს მიდგომა გაგრძელდება ყოველთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩაერთო და მხარი დაუჭირა ამ პროექტს, აგრეთვე მინდა, წარმატება ვუსურვო დელეგაციის წევრებს დაგეგმილ აქტივობებში და ვიმედოვნებ, რომ ჩვენს დედაქალაქში გატარებული დღეები ყველა სტუმრისთვის დაუვიწყარი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა. საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია 2019 წლიდან არის ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU) კანდიდატი წევრი. ESU დაფუძნდა 1982 წელს და აერთიანებს 41 სახელმწიფოს ეროვნული სტუდენტური გაერთიანების წევრ 20 მილიონზე მეტ სტუდენტს. ევროპის სტუდენტური გაერთიანება წარმოადგენს ევროკავშირის ახალგაზრდულ ოფიციალურ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს კვოტა ხმის მიცემის უფლებით ევროპარლამენტში და მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპულ კომისიასთან, იუნესკოსთან, ევროპის საბჭოსთან, ბოლონიის პროცესის განმახორციელებელ ჯგუფთან და სხვა ორგანიზაციებთან. ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)