21:37 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 09:09:11, 1574 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტი - რუსი დამპყრობლები ჩვენგან პასუხს ყოველ თავდასხმაზე მიიღებენ

რუსი დამპყრობლები მიიღებენ უკრაინის პასუხს ყოველ თავდასხმაზე და უკრაინელი მეომრები ამას ყოველდღე და ყოველ ღამით უზრუნველყოფენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რუსეთს უკრაინის მიწაზე მხოლოდ დაარცხება ელის.

"მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეომარს, რომლებიც იცავენ ჩვენს პოზიციებს, იგერიებენ რუსეთის თავდასხმებს, ეხმარებიან პოზიციებზე მახლობლად მყოფ თანამემამულეებს და მაქსიმალურად ანადგურებენ ოკუპანტს. რაც უფრო ზუსტები არიან უკრაინელები, რაც უფრო მეტად უჭერენ მხარს უკრაინელები ერთმანეთს, მით უფრო სწრაფად განადგურდება რუსული ბოროტება.

მადლობელი ვარ ყველა ჩვენი პარტნიორის, ვინც უკრაინისა და მსოფლიოს საერთო ამოცანას ასე ხედავს: ტერორისტული სახელმწიფოს აშკარა დამარცხება და უკრაინისა და მთელი ევროპის სამართლიანი მშვიდობა", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics