11:20 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 08:39:54, 882 ნახვა

მსოფლიო
სუდანში დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დამატებით 72 საათით გაგრძელდება

სუდანის არმია და გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72 საათით ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

სუდანის არმიის წარმომადგენლების განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება აშშ-ის და საუდის არაბეთის შუამავლობით გახდა შესაძლებელი.

"საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი მოწოდებების საპასუხოდ, ვაცხადებთ ჰუმანიტარული ზავის გაგრძელებას კვირას შუაღამის მდგომარეობით 72 საათით, რათა გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფნები, ხელი შევუწყოთ მოქალაქეებისა და მაცხოვრებლების გადაადგილებას და მივცეთ მათ საშუალება შეასრულონ თავიანთი საჭიროებები და მიაღწიონ უსაფრთხო ტერიტორიებს",- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე არ შეწყვეტილა.

დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე რამდენჯერმე შეთანხმდნენ, თუმცა ზავის პირობები არაერთხელ დაირღვა.

15 აპრილის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნებმა დედაქალაქ ხართუმიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს. სუდანში იმყოფებოდა საქართველოს 35-მდე მოქალაქეც, რომელთა სამშობლოში დაბრუნებაც 27-28 აპრილს მოხერხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
სექტემბერში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 751 ფაქტი დაფიქსირდა
თბილისის მერია შსს-თან ერთად, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვაზე მუშაობა დაავალა
„თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics