21:38 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-30 15:28:49, 1756 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩეხეთის პრეზიდენტი - რუსებო, წადით სახლში, სანამ გვიან არ არის

რუსებო, წადით სახლში, სანამ გვიან არ არის, - აღნიშნული წარწერა უკრაინაში ვიზიტით მყოფმა ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა სამხედრო აღჭურვილობაზე გააკეთა.

ჩეხეთის პრეზიდენტმა აღნიშნულის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მედიის ცნობით, პეტრ პაველმა წარწერა იმ სამხედრო აღჭურვილობაზე დატოვა, რომლითაც უკრაინა მომავალ კონტრშეტევაში მიიღებს მონაწილეობას.

ცნობისთვის, ჩეხეთის პრეზიდენტი კიევში სლოვაკ კოლეგასთან, ზუზანა ჩაპუტოვასთან ერთად 28 აპრილს ჩავიდა. პრეზიდენტები ბუჩას რეგიონის ერთ-ერთ დასახლებაში, ნემეშაევოში მატარებლით ჩავიდნენ, სადაც მათ უკრაინაში ჩეხეთის ამჟამინდელი და ყოფილი ელჩები დახვდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics