|
2023-04-28 15:32:07, 879 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ ბიზნესდაჯილდოების მეორე პანელურ დისკუსიაზე მომავლის პროდუქტებზე ისაუბრეს
„თიბისის“ ბიზნესდაჯილდოების ფარგლებში მეორე პანელური დისკუსია გაიმართა, რომელიც მომავლის პროდუქტების განხილვას შეეხო. დისკუსიის სპიკერები „თიბისი“ დაზღვევის გენერალური დირექტორი, პაატა ღაძაძე, ინდუსტრიული დიზაინერი, ზვიად ციკოლია და ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული კომპანიების „პოსტრედის“ და „არტისიოს“ დამფუძნებლები ბესო კაჭარავა და ირაკლი სვანიძე იყვნენ. ბიზნესები სულ უფრო მეტს ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შექმნან მომავლის პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლებისთვის მიმზიდველი იქნება არამხოლოდ დღეს, არამედ წლების შემდეგაც. ამ მიმართულებით წარმატების მაგალითების გაზიარება, სხვა კომპანიების მიერ დაშვებული შეცდომების გაანალიზება და ამ გზით ბიზნესისთვის საუკეთესო გამოსავალზე ფიქრი, შეიძლება, ბევრისთვის დამხმარე საშუალებად იქცეს. „თიბისის“ ბიზნესდაჯილდოება მრავალი წელია, ქართული ბიზნესის მხარდაჭერასა და განვითარებაზე ზრუნავს და, საუკეთესო მაგალითების ჩვენებით, დამწყებ კომპანიებს წინსვლის საუკეთესო შესაძლებლობებს უზიარებს. „თიბისის“ ინიციატივით და Visa-სთან პარტნიორობით, ბიზნესდაჯილდოების ფარგლებში, პანელური დისკუსიების სერია დაიწყო. 5 თვის განმავლობაში 5 შეხვედრა გაიმართება და სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები, ფინალისტები, ჟიურის წევრები და სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები აუდიტორიას წარმატებულ მაგალითებზე მოუყვებიან, განვითარების შესაძლებლობებზე მოსაზრებებს გაუზიარებენ და დამსწრეებისთვის საინტერესო შეკითხვებს პასუხს გასცემენ. პანელური დისკუსიების პირველი შეხვედრა 16 მარტს გაიმართა, მეორე კი, 27 აპრილს ჩატარდა. დისკუსია დაჯილდოების კიდევ ერთ ნომინაციას შეეხებოდა, მონაწილეებმა მომავლის პროდუქტების შესახებ ისაუბრეს, ბიზნეს გარემოში ბოლო ათწლეულში მომხდარი ცვლილებები შეაფასეს და დამსწრე აუდიტორიას პირადი გამოცდილებები გაუზიარეს.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)