|
2023-04-28 12:13:14, 960 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 104 პირს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა
კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 104 პირს თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე გაიმართა, სადაც აღნიშნულ პირებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ. ობიექტზე თავმოყრილ მოქალაქეებს კახა კალაძემ სიტყვით მიმართა. „დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზანი უკავშირდება საკითხს, რომელიც 30 წლის განმავლობაში უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. ეს იყო კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახები. მახსოვს 2017 წელს, როდესაც საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, ამ ადამიანებს, დაახლოებით, 3500 ოჯახზეა საუბარი, დავპირდი, რომ მათი პრობლემა მოგვარდებოდა. ბევრი ისტორია მოვისმინე აღნიშნულთან დაკავშირდებით, ბევრ ადამიანს მოუწია ემიგრაციაში წასვლა ამის გამო. როდესაც მათ ვუთხარით, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით, არ სჯეროდათ, რადგან მთავრობები იცვლებოდა, საბოლოოდ კი არავინ დგამდა კონკრეტულ ნაბიჯს. დღეს მეც თქვენსავით ბედნიერი ვარ - მაქვს შესაძლებლობა, 104 ოჯახს გადავცეთ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ დაბრკოლებებში ხედავენ პრობლემას. ბედნიერი ვარ, რომ მყავს თანაგუნდელები, რომლებიც დაბრკოლებებშიც, პრობლემებშიც ხედავენ გამოსავალს. ჩვენ შევძელით, ერთიანი ძალისხმევით მოგვეგვარებინა აღნიშნული პრობლემა. ეს პროგრამა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა ოჯახი არ იქნება დაკმაყოფილებული. მინდა, თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფს“, რომელიც აღნიშნულ პროექტს ახორციელებს, ასევე, ყველას, ვინც მონაწილეობს ამ ადამიანების გაბედნიერებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დაზარალებული ოჯახების დიდი ნაწილის ფართებით დაკმაყოფილების პროცესი სხვადასხვა ეტაპზეა. „ჩვენ გვყავდა 3 500-მდე ოჯახი. დღეის მდგომარეობით, 2 500 ოჯახი დაკმაყოფილებულია და სხვადასხვა ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები. უფრო დეტალურად კი, ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი ფართების მშენებლობა, ამ ეტაპზე, 15 მისამართზე მიმდინარეობს, სადაც 1000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. ჩვენ მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში, 26 ობიექტზე უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. მშენებლობა დასრულებულია 4 პროექტზე და ფართები გადაეცა 154 ოჯახს. სანებართვო ეტაპზეა 5 პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 650-მდე ოჯახი. ხელშეკრულების გაფორმების პროცესშია 3 პროექტი, გამოვლენილია გამარჯვებული ინვესტორი და, დაახლოებით, 350-მდე ოჯახის პრობლემა გადაიჭრება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. დემეტრე თავდადებულის N38-ის მიმდებარედ პროექტს „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი“ ახორციელებს. დაზარალებულებს აღნიშნულ ობიექტზე ჯამში 9160 კვ. მ საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე.
სექტემბერში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 751 ფაქტი დაფიქსირდა
თბილისის მერია შსს-თან ერთად, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვაზე მუშაობა დაავალა
„თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)