22:53 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 18:46:37, 1588 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ ოდიშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიური ლეგიონის მეთაური ლადო გამსახურდია ავრცელებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა გახდა ქართველი მებრძოლის გარდაცვალების მიზეზი, მისი ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში საქართველოს საკონსულო აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია.

"ზურაბ ოდიშვილი, ჩვენი მეგობარი გმირი ქართველი! ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს, ცრემლები აღარ გვაქვს და გული ქვა გაგვიხდა ყოველ დღე დავსტირით ჩვენს გმირებს! ოქროს გულის კაცი!", - წერს ლადო გამსახურდია.

შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 43 ქართველი მებრძოლია დაღუპული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics