|
2023-04-26 10:14:40, 802 ნახვა
საზოგადოება
„საქარველოს ბანკისა“ და სავაჭრო პალატის ერთობლივ პროექტში - „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“, მეღვინეობა „ამბრა“ ჩაერთო
„საქართველოს ბანკი“ საქართველოს სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტს ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ ახორციელებს. პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისა და ელექტრონული კომერციის განვითარების მიზნით შეიქმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ 70-მა კომპანიამ შეძლო ბიზნესის გაციფრულება. სწორედ ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა „ამბრა“. კომპანია „ამბრა“ 2020 წელს, რაჭაში დაფუძნდა. ის ენდემურ რაჭულ, ლეჩხუმურ და იმერულ ღვინოებს აწარმოებს. კომპანიის მფლობელობაშია 2 ჰა ვენახი ხვანჭკარის მიკრო ზონაში. მეღვინეობა „ამბრა“ ჯამში 13 სახეობის ღვინოს აწარმოებს. მათ შორისაა ვაშლის ცქრიალა ღვინოც. „კომპანია ყოველთვის თამამად ატარებს ექსპერიმენტებს სხვადასხვა ჯიშზე და ტექნოლოგიაზე. 2022 წელს შეიქმნა ვაშლის პეტნატი, რომელიც დამზადებულია რაჭის მთებში დაკრეფილი ველური ვაშლისგან, ეს კი ღვინოს განუმეორებელ თვისებებს სძენს. კომპანია მომხმარებელთან ყოველთვის ემოციურ ბმაშია და ვიზიარებთ მათ აზრს. ვცდილობთ პროდუქტი იყოს მორგებული მომხმარებელზე და არა პირიქით. „ამბრა“ საქართველოს ბაზარზე მალევე გახდა პოპულარული და კომპანია წელიწადში უკვე 20 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. ჩვენი პროდუქტი გარდა ადგილობივი ბაზრისა, ევროპის 4 ქვეყანაში, ჩინეთში, იაპონიაში და ამერიკაში იყიდება. „ამბრა“ არის პირველი კომპანია რაჭიდან, რომელმაც მოახერხა ამერიკის ბაზარზე 13 სახეობის რაჭული და იმერული ენდემური ჯიშებისგან დამზადებული ღვინის შეტანა. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ბიზნესის გაციფრულება წარმოადგენდა, რადგან კომპანიის წარმატებისთვის და საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად მოწესრიგებული ვებგვერდი აჩენს მეტ ნდობას და ადგილობრივ თუ უცხოელ მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში კიდევ უფრო მეტად გეხმარება. პროექტის ფარგლებში დამზადებულმა ვებგვერდმა კომპანიას შეუმცირა ხარჯები, გაზარდა ბრენდის ცნობადობა და დღეს ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მარტივად მიიღოს ვებგვერდიდან ჩვენი კოპანიისა თუ პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაცია“, - აღნიშნავს კომპანია „ამბრას“ დამფუძნებელი, აკაკი სირაძე. ინფორმაციისთვის, პროექტის „უფასო ვებგვერდი ბიზნესის“ ფარგლებში, სავაჭრო პალატა გამარჯვებული მეწარმეებისთვის უზრუნველყოფს როგორც ვებგვერდის დამზადებას, ასევე ვებგვერდის მართვის ტრენინგს და ტექნიკურ მხარდაჭერას. ხოლო ბანკი, მეწარმეების ინტერესებზე მორგებულ ონლაინ გადახდების (ბარათით გადახდა, განვადებით გადახდა, ნაწილ-ნაწილ გადახდა, PLUS და MR ქულებით გადახდა და სხვა) ინტეგრაციას, მათთვის შეღავათიანი პირობებით. პროექტში საქართველოში რეგისტრირებული ის მეწარმეები იღებენ მონაწილეობას, რომლებსაც ინტერნეტის საშუალებით საკუთარი პროდუქტის გაყიდვა სურთ.
ირაკლი კობახიძე -ჩვენი გეგმის მიხედვით, პირველი გემები ანაკლიაში 2029 წელს უნდა შემოვიდეს
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
კობახიძე - ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზი გაიზარდა 7%-მდე, 2 პროცენტული პუნქტით
ევროკავშირის ქვეყნები რუსეთში შავი ჭირის შესაძლო აფეთქების საკითხს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)