12:31 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 16:38:04, 1189 ნახვა

მსოფლიო
შვეიცარიამ Wagner-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

შვეიცარიამ რუსულ კერძო სამხედრო კომპანია Wagner-ს და რუსულ საინფორმაციო სააგენტო РИА ФАН-ს სანქციები დაუწესა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

შვეიცარიის მთავრობამ ასევე აკრძალა RT Arabic და Sputnik Arabic ტელეარხების რეკლამა, მათ მაუწყებლობაზე შეზღუდვების დაწესების გარეშე.

"ორივე არხი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთის ხელისუფლების სისტემატურ საერთაშორისო კამპანიაში მედია მანიპულირებისა და ფაქტების გაყალბების საქმეში. ამასთან, აღნიშნულია, რომ ქვეყნის ფედერალურმა საბჭომ განაცხადა, რომ უფრო ეფექტურია ცრუ და მავნე განცხადებებთან წინააღმდეგობა და არა მათი სრული აკრძალვა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი მედიასაშუალება შვეიცარიაში არ დაიბლოკება, მათი რეკლამა აიკრძალება“,- ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ Wagner-იც და სააგენტო РИА ФАН-იც ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ 11 აპრილს კანადამ რუსეთის 14 მოქალაქეს და 34 კომპანიას სანქციები დაუწესა,  რომლებიც დაკავშირებულია Wagner-თან და საავიაციო სექტორთან.

გარდა ამისა, 13 აპრილს ევროკავშირმა სანქციები დააწესა Wagner PMC-ების წინააღმდეგ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად მოითხოვა, რომ რუსეთმა შავი ჭირის კვლევის ცენტრის თანამშრომლის გარდაცვალების დეტალები მიაწოდოს
ირაკლი კობახიძე -ჩვენი გეგმის მიხედვით, პირველი გემები ანაკლიაში 2029 წელს უნდა შემოვიდეს
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
კობახიძე - ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზი გაიზარდა 7%-მდე, 2 პროცენტული პუნქტით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics