|
2023-04-13 10:47:46, 1594 ნახვა
რეგიონი
ზაფხულის ტურისტული სეზონის სამზადისთან დაკავშირებით, თორნიკე რიჟვაძე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონის სამზადისთან და სეზონის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. აჭარის მთავრობის ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო, რეგიონში ტურიზმის კუთხით მიმდინარე პროექტებზე, განახლებულ ტურისტულ პროდუქტებსა და ტურისტული სეზონის მოლოდინზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, დაანონსდა ზაფხულის სეზონის გახსნა. ბათუმი 3-4 ივნისს სეზონის გახსნასთან დაკავშირებულ ორდღიან ფესტივალს უმასპინძლებს. "შეხვედრაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ სექტორს რეგიონში ტურისტების მოზიდვის სტრატეგია, მიმდინარე ტურისტული პროექტები და ბათუმში მიმდინარე წელს დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებები გააცნო. წელს ბათუმში ისეთი საერთაშორისო ტურისტული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება, როგორიცაა World Trawel Awards-ის დაჯილდოების ღონისძიება, ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალური ასამბლეა, ფეხბურთის 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი (18 წლამდელთა), ქალთა შორის ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშება და სხვა. სამუშაო შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ტურიზმის აღდგენის დინამიკა რეგიონში უპრეცედენტოა. ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია. საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები საქართველოში 3.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება. 2022 წელს შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ აჭარის რეგიონში 3 909 094 ვიზიტი განხორციელდა. 2022 წელსვე, სრულად აღდგა ვიზიტები და ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ასევე, გაზრდილია სასტუმროების და განთავსების ობიექტების დატირთვის კოეფიციენტი. საინტერესო ტურისტული პროდუქტებით ხვდება ტურისტულ სეზონს აჭარა, სადაც მოგზაურებს ზიპლაინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, კანიონინგი კაპნისთავსა და უჩხოში, სამთო ველობილიკი ქედა-შუახევში, ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა ჯვარიმინდორზე, ჩირუხში, კაპნისთავსა და შუამთაზე, ასევე 25-მდე მარკირებული ტურისტული მარშრუტი ელოდებათ. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები და ტურისტული სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ", - ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)