|
2023-04-12 12:18:46, 952 ნახვა
საზოგადოება
მენტალური შვებულება „თიბისი“ დაზღვევაში
„თიბისი“ დაზღვევის თანამშრომლებს უკვე შეუძლიათ მენტალური შვებულებით სარგებლობა, რაც ნიშნავს, რომ გარდა სტანდარტული 24 დღიანი დასვენებისა ისარგებლებენ დამატებით 5 დღიანი შვებულებით. “ჩვენ, როგორც მენტალური ჯანმრთელობის მხარდამჭერ კომპანიას, გვინდოდა კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი ემოციური კეთილდღეობის მნიშვნელობაზე და ჩვენი თანამშრომლებისთვის შეგვექმნა გარემო, სადაც მათი საქმიანობა ერთნაირად სასარგებლოც იქნებოდა და კომფორტულიც. სწორედ ამიტომ, ეს არ არის მორიგი დასვენების დღე და უბრალოდ შვებულების გახანგრძლივება. ჩვენ ვართ პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელმაც მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევა გააჩინა ქართულ ბაზარზე, რადგან გააზრებული გვაქვს მისი წილი სრულფასოვან ცხოვრებაში. გვჯერა, რომ არ არსებობს ზოგადი კეთილდღეობა მენტალური ჯანმრთელობის გარეშე და გვინდა ერთნაირად ვიზრუნოთ როგორც მომხმარებლებზე, ასევე თანამშრომლებზე,” - პაატა ღაძაძე, „თიბისი“ დაზღვევის გენერალური დირექტორი. WHO-ს (World Health Organization) 2022 წლის კვლევების მიხედვით, დასაქმებულთა 60% გამუდმებით გადაღლას გრძნობს, რის გამოც მათი პროდუქტიულობა სამსახურში და ზოგადი კეთილდღეობა ცხოვრებაში იკლებს. გონებრივი “გადაწვა” ხშირად არის სტრესისა და შფოთვის მიზეზი, რასაც შედეგად არაპროდუქტიულობა და უკიდურეს შემთხვევაში დეპრესია მოჰყვება. ზოგადი მენტალური ფონის გაუარესებას ხელი პანდემიამაც შეუწყო. საბოლოოდ, ამან გააჩინა განტვირთვის კიდევ უფრო მეტი საჭიროება. აღსანიშნავია, რომ „თიბისი“ დაზრვევაში მენტალური შვებულების გამოყენებისთვის არ არის საჭირო რაიმე დოკუმენტაციის წარდგენა ან განსაკუთრებული მიზეზი. ამ 5 დღის აღება ისევეა შესაძლებელი, როგორც სხვა დანარჩენი საშვებულებო დღეების. მთავარი მიზანი ამ დასვენების არის საკუთარ თავზე ზრუნვა და ემოციური კეთილდღეობისთვის დროის დათმობა. მენტალური შვებულება საერთაშორისო ბაზარზეც ახალი სიტყვაა. დამატებითი დასვენების დღეების გამოყოფა 2020 წლიდან დაიწყეს ისეთმა დიდმა კომპანიებმა, როგორებიცაა LinkedIn (5 დღე), Nike (5 დღე), Bumble (5 დღე) და Google (8 დღე). „თიბისი“ დაზღვევა კი პირველი კომპანიაა ამიერკავკასიაში, რომელმაც ეს პრაქტიკა დანერგა და დასვენების დღეების რაოდენობითაც ინარჩუნებს სტანდარტებს. “მენტალური ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომ გვინდოდა თანამშრომლებისთვის დამატებით რაიმე ნამდვილად ღირებული შეგვეთავაზებინა. საკუთარი თავისთვის დროის დათმობაზე უკეთესი კი ყოველდღიურ სტრესულ გარემოში, ალბათ, არაფერია. როგორც წესი, სტანდარტულ შვებულებას გართობისა და საოჯახო საქმეებისთვის ვიყენებთ ხოლმე და აღარ გვრჩება დრო მხოლოდ საკუთარი თავისთვის. სწორედ ამ მოტივით დავამატეთ საშვებულებო დღეები. „თიბისი“ დაზღვევის მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებაა, ამისი გაკეთება კი მხოლოდ ბედნიერ თანამშრომლებს შეუძლიათ,” - თეა მახარაძე, „თიბისი“ დაზღვევის ადამიანების მენეჯმენტის განყოფილების უფროსი. კომპანიაში გავრცელებული კულტურა გულისხმობს დასაქმებულებისთვის არა მარტო კეთილდღეობის უზრულველყოფას, არამედ სასიამოვნო გარემოსა და ცხოვრების შერგების შესაძლებლობას. „თიბისი“ დაზღვევა დაარსების დღიდან ზრუნავს თანამშრომლებზე. კომპანიაში არის “ბედნიერი პარასკევი”, რომელიც მოკლე სამუშაო დღეს გულისხმობს; სხვადასხვა აქტივობები და შეჯიბრებები თანამშრომლების განტვირთვისა და ჰობების მხარდასაჭერად, ასევე ტრენინგები და სასწავლო კურსები მათი პერსონალური და პროფესიული განვითარებისთვის.
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
ალეკო ელისაშვილი - პენიტენციური იტყუება, 2 ოქტომბერს ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები
კობახიძე - პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად
კობახიძე - ციხეებში ვერავითარი აჟიოტაჟი ვერ შექმნეს - ვითარება ბოლომდე კონტროლის ქვეშაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)