|
2023-04-12 10:40:42, 859 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით რუსთავში სამშენებლო მასალების ახალი საწარმო გაიხსნა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესთან პარტნიორობის ფარგლებში სამშენებლო მიმართულების პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით სამშენებლო მასალების მწარმოებელმა კომპანია „პალატი 2022“-მა რუსთავში ახალი საწარმო გახსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 14 მლნ ლარია, ბანკის ინვესტიცია კი 10 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. ახალი საწარმო 3 800 კვ.მ. ფართობზე განთავსდა. საწარმოში მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები მზადდება. „ჩვენი კომპანია 2022 წელს დაარსდა და „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ახალი საწარმოს გახსნა შევძელით. 2023 წლის იანვრიდან უკვე ექსპორტზეც გავედით. დღეის მდომარეობით ჩვენი სამშენებლო მასალები ამერიკაში, საუდის არაბეთში, ჩეხეთში, ესტონეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, პოლონეთსა და ლატვიაში იგზავნება. ამის შედეგად უკვე საკმაოდ ბევრი, ლოიალური მომხარებელი შევიძინეთ“, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი, გიორგი ნატროშვილი. „ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების მხარდაჭერა. კომპანია „პალატი 2022“ „საქართველოს ბანკთან“ პირველივე დღიდან თანამშრომლობს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია არც ისე დიდი ხნის შექმნილია, მან უკვე შეძლო ექსპორტზე გასვლა, რაც მის წარმატებულ საქმიანობას უსვამს ხაზს. კომპანიაში 170-ზე მეტი ადამიანია უკვე დასაქმებული და სულ მალე მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. კომპანია ქვეყანაში ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის, რაც ეკონომიკის გაძლიერებისკენაა მიმართული. „პალატი 2022“ გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ სამშენებლო მასალის წარმოების გაფართოებასაც გეგმავს“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ნინო გერგედავა.
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
ალეკო ელისაშვილი - პენიტენციური იტყუება, 2 ოქტომბერს ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები
კობახიძე - პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად
კობახიძე - ციხეებში ვერავითარი აჟიოტაჟი ვერ შექმნეს - ვითარება ბოლომდე კონტროლის ქვეშაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)