|
2023-04-10 12:45:38, 764 ნახვა
საზოგადოება
ივანე ჩხაიძე რესპუბლიკურზე - ქალაქის ცენტრში, ახალი, თანამედროვე კლინიკის აშენება სერიოზული ნაბიჯია და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სწორია
„დღეს წარმოდგენილი პროექტი, ალბათ, არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება. ქალაქის ცენტრში, ახალი, თანამედროვე, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე კადრების თვალსაზრისით, ყველა მოთხოვნის შესაბამისი კლინიკის აშენება, მართლაც, სერიოზული ნაბიჯია და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სწორია“, - განაცხადა ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის წარდგენის შემდეგ, პედიატრმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ. მისი თქმით, გასაგებია რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რადგან დღევანდელი მდგომარეობითა და ინფრასტრუქტურით, კლინიკა ვერ დააკმაყოფილებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის სავალდებულო ხდება. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, პრეზენტაციაზე, ასევე, ისაუბრეს რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სამინისტროს პოზიცია, რომ თითოეულ მათგანს, სხვა სახელმწიფო კლინიკებში დასაქმებას შესთავაზებენ, ან ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენებამდე, სახელფასო ანაზღაურებას შეუნარჩუნებენ. „ვფიქრობ, ჯანდაცვის სამინისტროს გეგმის მიხედვით, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს ფინანსური ანაზღაურებისა და სამუშაოს გაგრძელების თვალსაზრისით, პრობლემა არ უნდა ჰქონდეს“.
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
საია: ადვოკატს არ მისცეს დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება
მჟავანაძე ბრიტანეთის სანქციების შემდეგ - მთლად სახუმაროც არ არის ეს სანქცია, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)