|
2023-04-10 12:07:46, 878 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდება
თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მშენებლობის მიზნით, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს CBD Development-ს შორის ხელშეკრულება ფორმდება. „ძალიან კარგი სიახლე გვაქვს, რაც მუნიციპალიტეტისა და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობით, პრობლემის გადაჭრას ითვალისწინებს. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს CBD Development-ს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი აშენდება. ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის II ჩიხში მდებარე 9 231 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, შპს CBD Development-ი, დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში, 1 მლნ 500 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ხელშეკრულების თანახმად, მიწის ნაკვეთზე ძაღლებისთვის ვოლიერები, საოპერაციო, საკარანტინე სივრცეები და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები აშენდება. კომპანია იღებს ვალდებულებას, 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი მოაწყოს. კომპანიას მიწის ნაკვეთი უსასყიდლო უზუფრუქტით, 15 წლის ვადით გადაეცემა“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოსაწესრიგებლად საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობა მიმდინარეობს, მუნიციპალიტეტი კი მზადაა, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, ყველა ნაბიჯი ამის შესაბამისად გადადგას. „მიუსაფარი ცხოველების თემა ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ქალაქისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის. თბილისში ძალიან სერიოზული პრობლემაა ამ მიმართულებით. თბილისში უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. სხვანაირად, შეუძლებელი იქნება აღნიშნული პრობლემის მოგვარება. პარლამენტში უკვე დაწყებულია აღნიშნული კანონპროექტის განხილვა, მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის შეხვედრა. არის არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს ამ ცვლილებებზე ინფორმაციის მიღების საშუალება. არაერთხელ მითქვამს, რომ მუნიციპალიტეტი მზადაა, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, გადადგას ყველა ის ნაბიჯი, რაც აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
საია: ადვოკატს არ მისცეს დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება
მჟავანაძე ბრიტანეთის სანქციების შემდეგ - მთლად სახუმაროც არ არის ეს სანქცია, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)