|
2023-04-07 17:50:51, 5787 ნახვა
საზოგადოება
„მაზდა ცენტრი თეგეტას“ საერთაშორისო აღიარება - კომპანიამ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო უკვე მეორედ მიიღო
„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ 2022 წლის გაყიდვების ზრდის მაჩვენებლით საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მიიღო და იმ ათ ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებიც ევროპის, აზიისა და აფრიკის მასშტაბით შეარჩიეს. „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალმა კომპანიამ გასულ წელს რეკორდულად ბევრი, 230 ავტომობილი გაყიდა და, 2021-თან შედარებით, გაყიდვები 100%-ით გაზარდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს წარმატება გუნდის თითოეული წევრის მიერ გაწეული უდიდესი შრომის შედეგია. თათია ბოჭორიშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ გაყიდვების მენეჯერი: „საუკეთესო დისტრიბუტორის ტიტული ძალიან პრესტიჟული სტატუსია. „მაზდა ცენტრი თეგეტა“ საუკეთესო კომპანიებს შორის შეარჩიეს ევროპის, აზიისა და აფრიკის მასშტაბით. ამ შედეგს საერთო ძალისხმევით, მთელი გუნდის ჩართულობით მივაღწიეთ. ვფიქრობთ, ეს ჯილდო საამაყოა არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც, რადგან სწორედ მაზდას საქართველოს წარმომადგენლობამ მიიღო საერთაშორისო აღიარება. მსგავსი გამარჯვებები კომპანიის თითოეულ თანამშრომელს დიდ მოტივაციასა და სტიმულს აძლევს, რათა უფრო მეტი შემართებითა და ენთუზიაზმით განაგრძონ შრომა მიზნების მისაღწევად“. გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლის გამო, საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ პირველად 2020-ში მიიღო. კომპანია გაჩერებას არც წელს აპირებს. ამბიციურია 2023-ის გეგმები: გაყიდვების მინიმუმ გაორმაგება და ახალი მოდელების დამატება. წელს „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს ორ ახალ ავტომობილს - CX60-სა და CX90-ს შესთავაზებს. -- „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
საია: ადვოკატს არ მისცეს დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება
მჟავანაძე ბრიტანეთის სანქციების შემდეგ - მთლად სახუმაროც არ არის ეს სანქცია, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)