|
2023-04-07 11:59:40, 882 ნახვა
საზოგადოება
მერია - მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარედ ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების კუნძულების მოწყობას, მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარედ ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 7 აპრილის 22:00-დან 10 აპრილის 06:00 საათამდე გაგრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაოების პერიოდში ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მძღოლები იმოძრავებენ მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით. ავლაბრის მოედნიდან მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი კი ქეთევან დედოფლის გამზირიდან გადაადგილებას შეძლებს მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, ნავთლუღის ქუჩის მიმართულებით. მეტროსადგურ „ისნიდან“ ავლაბრის მოედნისკენ მიმავალი მძღოლები ქეთევან დედოფლის გამზირზე იმოძრავებენ მხოლოდ პირდაპირ, ან გამოიყენებენ ალტერნატიულ მარშრუტს - ქეთევან დედოფლის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით გადაადგილდებიან ვაჟა ჩაჩავასა და აწყურის ქუჩების გავლით, შემდეგ კი, კახეთის I შესახვევიდან მარცხნივ მოხვევით, დაუკავშირდებიან ნავთლუღის ქუჩას. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მოსკოვის გამზირიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქეთევან დედოფლის გამზირიდან გადაინაცვლებს ვაჟა ჩაჩავას ქუჩაზე, შემდეგ კი აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების გავლით, კვლავ დაუკავშირდება ქეთევან დედოფლის გამზირს და შემდეგ, გზას დადგენილი მარშრუტის შესაბამისად გააგრძელებს. ავლაბრის მოედნიდან მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ლეხ კაჩინსკის ქუჩის გავლით, შემდეგ მარჯვნივ მოხვევით, გადაინაცვლებს აწყურის ქუჩაზე, გაივლის ვაჟა ჩაჩავას ქუჩას, გადაჭრის ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს და მარცხნივ მოხვევით, გზას დადგენილი მარშრუტით გააგრძელებს ქეთევან დედოფლის გამზირზე. ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მოძრაობს დიდი და პატარა ლილოს, ნავთლუღი 2-ისა და აფრიკის დასახლებებისა, ასევე, სოფელ წინუბნისკენ, მეტროსადგურ „ისანთან“ არსებულ გზაჯვარედინზე მარცხნივ მოხვევით, ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმართულებით გადაადგილდება, რის შემდეგაც, გზას არსებული სქემით გააგრძელებს. შეზღუდვის პერიოდში, N371 ავტობუსი კახეთის გზატკეცილიდან აწყურის ქუჩის გამოყენებით იმოძრავებს, შემდეგ, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გავლით, დაუკავშირდება ნავთლუღის ქუჩას და მოძრაობას უკვე დადგენილი სქემით შეძლებს.
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
საია: ადვოკატს არ მისცეს დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება
მჟავანაძე ბრიტანეთის სანქციების შემდეგ - მთლად სახუმაროც არ არის ეს სანქცია, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)