|
2023-04-05 23:25:03, 3704 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე - სამწუხაროა, ჩვენი მეგობრობა მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს
სამწუხაროა, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, სანქცირებული მოსამართლეების დროს სასამართლოში ბალანსი დაბრუნდა, რადგან მოქალაქეებიც და სახელმწიფოც თითქმის თანაბრად იგებდნენ საქმეებს, ეს კი ნიშნავს იმას რომ, სახელმწიფო სასამართლოში მოქალაქეებს აღარ ჩაგრავს, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო. "სამწუხაროა, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს საქართველოსა და აშშ-ს ვგულისხმობ, ეს ერთი. მეორე, იცით, რომ სასამართლო, ისევე როგორც სხვა დემოკრატიული ინსტიტუტები, ფასდება ობიექტური კრიტერიუმებით. მოდით, შევხედოთ, ვნახოთ ერთად: დღეს დაასანქცირეს 4 მოსამართლე, ვიზების შეზღუდვა დაუწესე მათ და ოჯახის წევრებს. რა ხდებოდა მანამდე, ნუ ჩვენი ხელისუფლების პირობები სასამართლო სისტემაში, რომელშიც ეს ადამიანები მუშაობდნენ. თუმცა ამ ოთხიდან ერთი, ბატონი ცერცვაძე საკმაოდ დიდი ხანია აღარ მუშაობს და დანარჩენი სამი მოსამართლე სხვადასხვა პოზიციაზე არიან. რა ხდებოდა მაშინ, როცა ეს მოსამართლეები მუშაობენ სასამართლოში, რა ხდება ამ წლების განმავლობაში: ანუ, სასამართლოში და ეს არის დადასტურებული სტატისტიკა და არა ჩემი, ან ვინმეს მოსაზრება, სასამართლოში დაბრუნდა ბალანსი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის დავებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რაც ნიშნავს, რომ როცა მოქალაქეები სახელმწიფოსთან დავობენ, აქ დაბრუნდა ბალანსი, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეებიც და სახელმწიფოს თითქმის თანაბრად იგებდნენ საქმეებს. დაბრუნდა ბალანსი, ნიშნავს, რომ სახელმწიფო კი აღარ ჩაგრავს სასამართლოში ყოველთვის, 99% შემთხვევაში როგორც ეს იყო წინა ხელისუფლების დროს, არამედ არის გონივრული ბალანსი, სადაც მოქალაქეებიც ამტკიცებენ თავიანთ სიმართლეს და სახელმწიფოც. ეს აშკარაა, ამის უგულებელყოფა შეუძლებელია, ეს იცის აშშ-მაც", - განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)