12:33 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 23:20:59, 3699 ნახვა

კომენტარი
სამხარაძე - აშშ-ში მოსამართლეების არ შეშვება არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა

მოსამართლეების ამერიკაში არშეშვების გადაწყვეტილება არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი დიმიტრი სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს.

მისივე თქმით, სააკაშვილის რეჟიმი ვერასდროს დაბრუნდება, აქედან გამომდინარე საქართველოს უკრაინიზაციას და ცეცხლის ალში გახვევას ვერავინ მოახერხებს.

"სააკაშვილის დროს არ დასანქცირებულა არც ერთი ქართველი მოსამართლე…

მეტიც, სააკაშვილს ადამიანის უფლებების სფეროში შეტანილი წვლილისათვის აჯილდოებენ…

მხოლოდ ამიტომ არის მოსამართლეების ამერიკაში არშეშვების გადაწყვეტილება არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფა!

გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა!

და აქ ომი არ იქნება!!!

ვერც სააკაშვილის რეჟიმი დაბრუნდება ვერასდროს!!!

შესაბამისად ვერც ამ ქვეყნის უკრაინიზაციას და ცეცხლის ალში გახვევას მოახერხებს ვერავინ!", - წერს სამხარაძე.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics