10:56 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 13:41:43, 675 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, რუსთავში შშმ ქალებთან შეხვედრა გამართეს

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" მონაწილეობით, შშმ პირთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, შშმ თემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის და ანგარიშვალდებულების გაღრმავების მიზნით, ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, რუსთავში, შშმ ქალებთან, ბენეფიციარებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს. 

პროკურატურის ცნობით, საქართველოს პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს შშმ პირთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, არსებული გამოწვევები და შშმ მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების შესრულების მონიტორინგის შედეგები წარუდგინეს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სადაც შშმ ქალებმა პროკურორებს პირადი გამოცდილება გაუზიარეს.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, შშმ პირთა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე შშმ პირების უფლებების დაცვას. შშმ პირთა უფლებების მიმართულებით საქმიანობის პროცესში - „არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე" პროკურატურის მთავარი პრინციპია.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ჟენევაში, წელს გამართულ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის 28-ე სესიაზე, შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი პირველი ანგარიში განიხილეს. აღნიშნულ სესიაზე პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე მასშტაბურ კამპანიას - ,,არა ფემიციდს" პოზიტიური შეფასება მიეცა  და ყურადღება გამახვილდა ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიაში შშმ ქალების მონაწილეობაზე.

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პროკურატურამ საერთო ჯამში 15-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და სახელმწიფო უწყებასთან ითანამშრომლა. 

საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics