|
2023-04-04 10:26:25, 705 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი საქართველოში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის შესახებ ფაქტების-მოძიების მისიის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის შესახებ ფაქტების-მოძიების მისიის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. მათივე ცნობით, საქართველოში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის შესახებ ფაქტების-მოძიების მისიის ანგარიში სტოკჰოლმის გარემოს დაცვის ინსტიტუტის (SEI) მკვლევრების და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ექსპერტების მიერ მომზადდა. სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) და შვედეთის საელჩოს საქართველოში ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის და ყურადღება ანგარიშის ფარგლებში წარმოდგენილი სამინისტროს ინსტიტუციონალური სტრუქტურის, ფუნქციებისა და ტექნიკური შესაძლებლობების ანალიზის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „დღეს წარმოდგენილი ანგარიში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. წარმოდგენილი ხედვა საშუალებას იძლევა ქვეყანაში გაძლიერდეს ნარჩენების მართვის პოლიტიკა, მისი რეგულირება, მონიტორინგი და აღსრულება. აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზოგადოებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის ეფექტიანი უზრუნველყოფის საკითხს. ვფიქრობ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შევძლებთ სასურველი შედეგის მიღებას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. პროექტის მიზანს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პრაქტიკის ეფექტიანობის და ფუნქციონირების გაზრდით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში დახმარება წარმოადგენს. „შვედეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის გაუმჯობესების მიმართულებით. ვფიქრობ, მომზადებული დოკუმენტი დაეხმარება ქვეყანას ნარჩენების მართვის პოლიტიკის გაუმჯობესების პროცესში“,- განაცხადა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ერიკ ილესმა. შეხვედრას საქართველოში შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყების და სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)