|
2023-04-03 17:36:06, 894 ნახვა
საზოგადოება
ლელა ჩიქოვანმა საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ლელა ჩიქოვანმა შერაზ გასრის საქართველოში ელჩის პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება. მინისტრის მოადგილემ ფრანგულ მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებისა და ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ფონზე, საერთაშორისო პარტნიორებისა და საფრანგეთის მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის უწყებებს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და მომავალში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე იმსჯელეს; აღინიშნა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ერთობლივი კონტრიბუციის, „დიმიტრი ამილახვარის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში საფრანგეთის წვლილი და აქტიური ჩართულობა. საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახალმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრა უკვე გამართა. შერაზ გასრი საქართველოში ელჩის თანამდებობაზე 2022 წლის ბოლოს დაინიშნა. წლების განმავლობაში ფრანგი დიპლომატი გაეროში, საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენლობაში პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობას იკავებდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბურჭულაძე: ოცნებასთან საპროცესო არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლებაა
აქტივისტი სერგი ყანჩაველი - ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ აკაცუკად
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)