00:54 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-02 19:00:31, 1087 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში მიმდინარეობს

"უთანასწორობის, ძალადობის, ტერორის წინააღმდეგ" - ამ სლოგანით თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში მიმდინარეობს. 

მსვლელობა აღმაშენებლის გამზირიდან, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან ცოტა ხნის წინ დაიწყო. მარშის მონაწილეები მსვლელობით "დედაენის ბაღში" გადაინაცვლებენ. 

"ჩვენ გვინდა, რომ პირველ რიგში, ჩვენი ხმა გაიგონ ქალებმა და იგრძნონ ის სოლიდარობის მუხტი, რაც ამ მარშით შეიქმნება. მინდა, რომ ყველამ იცოდეს, რომ მარტო არ არიან", - განაცხადა სოლიდარობის მარშის მონაწილე თათია სამხარაძემ.

აღსანიშნავია, რომ მსვლელობას სხვადასხვას სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც ესწრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics