15:32 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-02 17:18:41, 948 ნახვა

საზოგადოება
თენგიზ წულაძე - სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა - დასჭირდება სერიოზული ჩარევები, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს

მისი მდგომარეობა მძიმეა და სჭირდება ძალიან სერიოზული ჩარევები, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს, - ასე შეაფასა ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მისი "ვივამედში" მონახულების შემდეგ.

როგორც წულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მომატებულია ფილტვის ინფარქტისა და უეცარი სიკვდილის რისკი.

"ვერასდროს ვეღარ იტყვი, როდის და რა სისწრაფით დამძიმდება პაციენტი. ძალიან ძნელია პროგნოზირება. რომ გადაადგილდება, მას დაცემის მაღალი რისკი აქვს, რადგან როგორც კი წამოდგება, წნევა უვარდება ძალიან დაბლა. წონა რომ მცირდება და სულ დაწოლილია, ფილტვის ინფარქტისა და უეცარი სიკვდილის რისკი მატულობს. ჩვენ არაერთხელ ვთქვით და მე მგონი, "ვივამედიც" ამ აზრზეა, რომ მისი მკურნალობა აღარ უნდა გაგრძელდეს ამ კლინიკაში. განსხვავება ისაა, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზღვარგარეთ ჯობია წასვლა, ესენი ფიქრობენ, რომ ჯობია გაათავისუფლონ", - აცხადებს ნევროლოგი თენგიზ წულაძე. 

ცნობისთვის, დღეს მესამე პრეზიდენტთან სახალახო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის წევრები იმყოფებოდნენ. "ვივამედში" კონსილიუმის შესვლას წინ უძღოდა მიხეილ სააკაშვილის თხოვნა, რომ ის კონსილიუმის წევრებს მოენახულებინათ.

მანამდე, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხცადა, რომ კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში ომბუდსმენი არ ერევა. იოსელიანის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა მონიტორინგის მექანიზმი შენარჩუნებულია და პროცესს შეფერხება არ ემუქრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics