|
2023-03-31 17:50:38, 1591 ნახვა
მსოფლიო
WSJ რუსეთის ელჩისა და რუსი ჟურნალისტების აშშ-დან გაძევებას მოითხოვს
რუსეთის ელჩის შეერთებულ შტატებიდან გაძევება, ისევე როგორც აქ მომუშავე ყველა რუსი ჟურნალისტის, იქნება მინიმალური ნაბიჯი, რისი მოლოდინიც გვაქვს [აშშ-სგან], - ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაკავება აძლიერებს კრემლის ჩვევას ამერიკელების მძევლად აყვანის შესახებ, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი ცივილიზებული ერების საზოგადოებას შორდება. "რუსეთის მიერ Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაკავება აძლიერებს კრემლის ჩვევას ამერიკელების მძევლად აყვანის შესახებ და ეს უფრო მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი შორდება ცივილიზებული ერების საზოგადოებას. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახლა პასუხისმგებელია ბ-ნი გერშკოვიჩის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე... ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა განიხილოს დიპლომატიური და პოლიტიკური ესკალაცია. რუსეთის ელჩის შეერთებულ შტატებიდან გაძევება, ისევე როგორც აქ მომუშავე ყველა რუსი ჟურნალისტის, იქნება მინიმალური ნაბიჯი, რისი მოლოდინიც გვაქვს", - ნათქვამია WSJ-ის განცხადებაში. ცნობისთვის, რუსეთში Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. გერშკოვიცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა (ჯაშუშობა) აღძრული.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)