01:47 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 15:13:00, 1116 ნახვა

საზოგადოება
გრიგორიადისის ბაბუა - გულის სიღრმეში მეგონა, რომ გირაოს გამოიყენებდნენ - გამაგრდება, ვაჟკაცი ბიჭია

გულის სიღრმეში მეგონა, რომ გირაოს გამოიყენებდნენ, - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ, გია კალანდაძემ განაცხადა მას შემდეგ, რაც 21 წლის გრიგორიადსს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

როგორც გია კალანდაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მისი შვილიშვილი "გამაგრდება, რადგან ვაჟკაცია".

"გულის სიღრმეში მეგონა, რომ გირაოს გამოიყენებდნენ, სადღაც შორს გულის სიღრმეში, მაგრამ ნახეთ რაც მოხდა. გამაგრდება - ვაჟკაცი ბიჭია", - განაცხადა გრიგორიადისის ბაბუამ.

ცნობისთვის, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ცოტა ხნის წინ შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არჩილ კალატოზიშვილმა მიიღო.

"უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics