22:45 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 13:22:25, 1246 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილი ზურაბიშვილს - არ მინდოდა, რომ თქვენ ყოფილიყავით საქართველოს პრეზიდენტი - ახლა სიტყვები უკან მიმაქვს

არ მინდოდა, რომ თქვენ ყოფილიყავით საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ ახლა ეს სიტყვები უკან მიმაქვს,- ასე მიმართა პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც  პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით გამოდის.

ელისაშვილმა პრეზიდენტს ბოდიში მოუხადა და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით არსებული პოზიციის გამო, მადლობა უთხრა.

"მე ქართლელი კაცი ვარ წარმოშობით და მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი არ მიყვარს - პირდაპირ ვამბობ, რასაც ვფიქრობ. მე არ მინდოდა, რომ თქვენ ყოფილიყავით საქართველოს პრეზიდენტი, მე თქვენ ძალიან მწარედ გაკრიტიკებდით. პიროვნულად არაფერს არ გერჩოდით - ქართულ ემიგრაციას წარმოადგენთ, ერთ-ერთი ხართ იმ გამქრალი ემიგრაციიდან, რომელიც გადარჩით, ქართველად დაგვიბრუნდით და ახლა უკვე პრეზიდენტი ხართ, მაგრამ მაშინ რისი მეშინოდა, რატომ არ მინდოდა თქვენი პრეზიდენტობა - იმიტომ, რომ მეშინოდა, რომ თქვენ არ იქნებით მტკიცე და თანამიმდევრული საქართველოს ეროვნული არჩევანის დაცვისას. მეშინოდა, რომ თქვენ რაღაც ზიგზაგებით ივლიდით, მაგრამ ახლა მე ეს სიტყვები უკან მიმაქვს. ახლა ღიად ვიტყვი ბოდიშს - ბოდიშს ვიხდი იმის გამო, რაც აქ მოვისმინე დღეს თქვენგან", - მიმართა ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
ოცნების ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის - ევროკავშირი
ხოშტარია პარტიების აკრძალვაზე: გამოვფხიზლდებით ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics