|
2023-03-30 09:59:44, 1319 ნახვა
ომი უკრაინაში
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 466 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 943-ზე მეტი დაშავდა
რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს 466 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 943-ზე მეტი დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრინის პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკში - 446, ხარკოვში - 273, კიევში - 127, ხერსონის - 94, ზაპოროჟიეს - 88, ნიკოლაევის - 85, ჩერნიგოვის - 68, ლუგანსკის - 66, დნეპროპეტროვსკი - 66. უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვისა და დაბომბვის შედეგად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დააზიანა 3 126 სასწავლო დაწესებულება, მათგან 438 მთლიანად განადგურდა. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)