14:25 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-29 11:30:36, 485 ნახვა

საზოგადოება
საბჭო და მისი თავმჯდომარე სექსუალური შევიწროების ფაქტზე დუმს - გენდერული საბჭოს ოპოზიციონერი წევრები

POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში მხილებას თბილისის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციური პარტიების წევრები ეხმაურებიან და საბჭომ ქმედითი ნაბიჯები გადადგისკენ, საგამოძიებო ორგანოს მიერ ეფექტური გამოძიების ჩატარებისკენ და ქალების მხარდაჭერის გამოუცხადებისკენ მოუწოდებენ.

მათივე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საბჭო და მისი თავმჯდომარე, აღნიშნული მოწოდების შემდეგ, არ გამოხატავს პოზიციას და ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, ოპოზიციონერები განიხილავენ საბჭოს დატოვების გადაწყვეტილებას.

"თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციური წევრები ვეხმაურებით, რამდენიმე ქალის მიმართ შალვა რამიშვილის მიმართ საჯაროდ გამოთქმულ ბრალდებებს, რომლებიც მათივე განცხადებით სექსუალურ შევიწროებას ეხება. აღნიშნულზე ხმამაღლა საუბარი მათი გამბედაობისა და სიმამაცის შედეგად გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი.

იმის გათვალისწინებით, რომ შალვა რამიშვილი წარმოადგენს ქართული ოცნების პროპაგანდისტი ტელევიზიის „პოსტ-ტვ"-ს დამფუძნებელსა და წამყვანს, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე და მისი გუნდი დუმს ამ ფაქტებთან დაკავშირებით.

მიუხედავად მრავალი მოწოდებისა მათ არ გაუვრცელებიათ არც განცხადება, არც პოზიცია, საბჭოს სხომაც კია რ ჩაუნიშნავს ამ საკითხების განსახილველად.

უფრო მძაფრი და შემაშფოთებელია ხელისუფლების გარკვეული ნაწილის კომენტარები და მოწოდებები, შალვა რამიშვილის დაცვის მოტივით, საერთო ოცნებისეული ნარატივით, რომლებიც ცდილობენ ქალების შეურაცხყოფას და დამცირებას.

ჩვენთვის, როგორც გენდერული საბჭოს ოპოზიციური წარმომადგენლებისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც საქართველო ისტორიულ გზაგასაყარზეა და ევროკომისიის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი სწორედ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას ეხება, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ გადადგას ქმედითი ნაბიჭები, მოუწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს ობიექტური გამოძიებისკენ და ქალებს გამოუცხადოს სოლიდარობა და აღმოუჩინოს მხარდაჭერა, რადგან ეს ფაქტი გახდეს წამახალისებელი სხვა ქალებისთვის, რომლებთაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ ძალადობაზე საჯაროდ საუბარი.

იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე და ზოგადად საბჭო არ გაითვალისწინებს ჩვენს მოწოდებებს და შეინარჩუნებს დუმილს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით რომ ის იმართება ქართული ოცნებისა და „პოსტ-ტვ-ის“ დირექტივებით და ნებისმიერი მოქმედება მათ მიერ განხორციელებული იქნება ფორმალური და მოჩვენებითი. შესაბამისად, ჩვენ არ გვსურს ამ ფორმალურ, ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ პროცესებში მონაწილეობა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საბჭოს კარგად გაითავისონ ქალთა ძალადობის პრევენციისა და უსაფრთხოების მიმართულებით მათი წილი პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გენდერული თანასწორობის საბწოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მივიღებთ გადაწყვეტილებას საბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით",- აგანაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა, ნინო წულაძემ.

ცნობისთვის, 20 მარტს, ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. ჯაბუას შემდეგ, რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა.

აღნიშნული განცხადებების შემდეგ თავდასხმა დაიწყო თათია სამხარაძის მიმართაც, რომელმაც 2016 წელს, რამიშვილს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა და დავა მოიგო.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა - ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი
თენგიზ ნასარიძე - სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,64 მილიარდ ლარს გადააჭარბა
„საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გაიმართა
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics