|
2023-03-27 17:21:26, 943 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - სააკაშვილის ჯილდომ „რუსული ოცნება“ და კრემლი გაანაწყენა
პრეზიდენტ სააკაშვილის ჯილდომ გაანაწყენა მხოლოდ და მხოლოდ „რუსული ოცნება“ და კრემლი“, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ექსპრეზიდენტისთვის პრიზის გადაცემის საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს. ხაბეიშვილის თქმით, ექსპრეზიდენტმა "ბევრი ჯილდო მიიღო და კიდევ ბევრს მიიღებს". "ბარბარე რაფალიანცის, გიგა ფარტენაძის, თამარ ბაჩალიაშვილის, ლუკა სირაძის, ეროსი კიწმარიშვილის, ბესიკ ხარძიანის, შალვა თათუხაშვილის, სერგო უბილავას, ლევან კორტავას, მამუკა მიქაუტაძის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელები რომ საუბრობენ წამებაზე, ადამიანის უფლებებზე, ადამიანის უფლებების შელახვაზე. ამასობაში, მაჯლაჯუნა წულუკიანი, რომელიც ანადგურებს ჩვენს გელათს, რომელიც ხელს უწყობს ჯვრის მონასტრის ნგრევას, რომელიც გამორჩეულია თავისი ბოღმით, არაადამიანური დამოკიდებულებებით, მათ შორის მისივე თანამშრომლებზე და უამრავი სასამართლო პროცესი აქვს წაგებული. ამასობაში, ბიძინა ივანიშვილის პირადი ჩუჩელა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ბავშვებს მიუვარდებოდა ხოლმე სახლში მხოლოდ იმიტომ, რომ ბერას ცუდი კომენტარი დაუტოვეს და მერე ამ ბავშვების ცუდ მდგომარეობაზე ღლიცინებდა მისსავე ბატონის შვილთან, ბერასთან და ეს კაცი გვესაუბრება ადამიანის უფლებებზე და პრეზიდენტ სააკაშვილზე საუბრობს ნეგატიურ კონტექსტში, რომელსაც ნორვეგიელებმა გადასცეს დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ჯილდო, რომელიც ასევე მიღებული აქვს მაია სანდუს. ამ ადამიანებს არა თუ მორალური უფლება, არამედ პოლიტიკური უფლებაც არ აქვთ რაიმე შეფასება გაუკეთონ პრეზიდენტ სააკაშვილის გაკეთებულ საქმეებს და ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ეს ეწყინათ, არ მოეწონათ და გაბრაზდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და გაბრაზდებოდნენ დარწმუნებული ვარ კრემლში. ყველა დანარჩენს კი, ნორმალურად, ადეკვატურად მიაჩნიათ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ჯილდო. ბევრი ჯილდო მიიღო პრეზიდენტმა სააკაშვილმა და კიდევ ბევრს მიიღებს დარწმუნებული ვარ“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა. ჯილდო მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ჩაიბარეს. ექსპრეზიდენის დაჯილდოვებას დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურის თქმით, "ეს იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკს გადასცეს ჯილდო".
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)