04:01 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-25 12:11:32, 687 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი იღებს – ეს ორი კვირის წინ ნათლად დავინახეთ

გადაწყვეტილების მიღება ხდება ქართველი ხალხის მიერ და ეს ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ ორი კვირის წინ, როგორ გამოვიდა ქუჩებში ასიათასამდე მოქალაქე და გამოხატა თავისი მკაფიო პოზიცია,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეასრულებს ეს ქვეყანა იმ პირობებს, რომლებიც ევროკომისიამ ნათლად ჩამოაყალიბა. 

"გადაწყვეტილების მიღება ხდება ქართველი ხალხის მიერ და ეს ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ ორი კვირის წინ, როგორ გამოვიდა ქუჩებში ასიათასამდე მოქალაქე, გამოხატა თავისი მკაფიო პოზიცია და ნათლად დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. იგივე მოხდა ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში და სხვა ქალაქებში, სადაც ხალხმა განაცხადა, რომ ევროპული მომავალი სურთ.

საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეასრულებს ეს ქვეყანა იმ პირობებს, რომლებიც ევროკომისიამ ნათლად ჩამოაყალიბა. ეს დამოკიდებულია პარლამენტზე, სხვა მონაწილე მხარეებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე. ამ რეფორმებში ახალი არაფერია. ეს ის რეფორმებია, რომლებზეც საქართველო ისედაც მუშაობს წლებია და გარკვეულ პროგრესს უკვე მიაღწია. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ერთი ადამიანის პროექტია. არა. ეს არის ქართველი ხალხის, საქართველოს ლიდერების პროექტი და ერთობლივად შესასრულებელი ამოცანა. ამიტომ, ჩხუბზე ნაკლები დრო უნდა დაიხარჯოს და ყველა რეფორმა ზედმიწევნით შესრულდეს და არა ზედაპირულად. ამ რეფორმებმა რეალურად უნდა გააუმჯობესოს დემოკრატია საქართველოში. სწორედ ამის დანახვა სურთ ევროპელ ლიდერებს, სწორედ ეს სურს ქართველ ხალხს და ახლა პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს შესრულდეს",- განაცხადა დეგნანმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი