2023-03-25 11:47:51, 587 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანული დაზვერვა: რუსული ძალები თავდაცვას უბრუნდებიან, ბახმუტზე თავდასხმამ უკიდურესად ამოწურა მათი შესაძლებლობა
![]() რუსეთის შეტევა ბახმუტზე პრაქტიკულად შეჩერდა - და ეს, უპირველეს ყოვლისა, მიუთითებს რუსეთის ძალების უკიდურეს ამოწურვაზე, - ამის შესახებ, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა იუწყება. ყოველდღიური დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, უკრაინამ ასევე დიდი დანაკარგი განიცადა ქალაქის თავდაცვის დროს. მოსკოვისთვის სიტუაციას ამძიმებს დაძაბულობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ვაგნერის დაქირავებულებს, შორის- აცხადებენ მოხსენების ავტორები. რუსეთმა ყურადღება გადაიტანა დონბასის სხვა ქალაქზე - ავდიივკაზე (ბახმუტის სამხრეთით), ხოლო კრემენნაიასა და სვატოვოს სექტორებზე (ჩრდილოეთით). იქ, ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსი სამხედროები ამ ტერიტორიებზე ფრონტის ხაზის სტაბილიზაციას ცდილობენ. ეს ყველაფერი თავდაცვით სქემაში დაბრუნებას ჰგავს - ამ წლის იანვრიდან მოყოლებული თავდასხმის არადამაჯერებელი მცდელობის შემდეგ, - ნათქვამია მოხსენებაში. ერთი დღით ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ვითარება ყველაზე მძიმე რჩება ბახმუტის მიმართულებით, მაგრამ "სიტუაციის სტაბილიზაცია შესაძლებელია" უკრაინელი სამხედროების "ტიტანური ძალისხმევის" წყალობით. . ამის შესახებ მან ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსთან ენტონი რადაკინთან სატელეფონო საუბარში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ კვირაში ბახმუტთან ახლოს სამხედროებს ეწვია.
|
ომი უკრაინაში![]() რუსეთის ჯარებმა ხერსონის რაიონზე 10 საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს
![]() რუსეთის ჯარებმა ერთ დღეში დაბომბეს 27 დასახლება ზაპოროჟიეს რეგიონში: არის მსხვერპლი
![]() ჯოზეფ ბორელი ოდესაში ჩავიდა და რუსების მიერ დაბომბილი ფერისცვალების ტაძარი მოინახულა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
![]() ოთხი არშემდგარი რევოლუციის ფონზე მახუთე ხელისუფლებამ დაანონსა - დაშინება თუ რეალური საფრთხე
მთავარი თემა
|