07:17 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 11:49:26, 557 ნახვა

კომენტარი
ბრეგაძე - ვერ ვიმსჯელებთ ვერცერთი ექიმის შეყვანაზე, როცა ჩვენთვის შესაბამისი ფორმით არავის მოუმართავს

რაც შეეხება პოლონელ ექიმებს, რამდენიმე დღის წინაც კვლავ იყო ისევ  ამ თემის აქტუალიზების მცდელობა და ითქვა, რომ თითქოსდა დაქოქილია თვითმფრინავი, რომელშიც სხედან პოლონელი ექიმები და მათ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან – ეს არის მტკნარი სიცრუე,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სააკაშვილის თემაზე საუბრისას ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

„ითქვა ისიც, რომ თითქოსდა დიპლომატების მიერ განხორციელებული დემარშის შემდგომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება – ესეც არის ტყუილი. ჯერ კიდევ გასული წლის 29 ნოემბერს გავაკეთეთ განცხადება და შევთავაზეთ მსჯავრდებულ სააკაშვილს, რომ ჩამოეყვანა ნებისმიერი უცხოელი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან. თუმცა, ამის შესახებ ჩვენთან არაფერი შემოსულა და მხოლოდ გუშინწინ შემოგვივიდა წერილი ქალბატონი გიული ალასანიასგან, რომელიც შეიცავდა ხარვეზებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მას წერილობითაც ვუპასუხეთ და შედგა ზეპირი კომუნიკაციაც, სადაც მას აუხსნეს, თუ რა მოქმედებები არის გასატარებელი იმისთვის, რომ უცხოელი ექიმების შემოსვლა საქართველოში და, ასევე, კლინიკა „ვივამედში" მკურნალობის მიზნით იყოს შესაძლებელი. აქვე მაყურებლისთვისაც ცხადი რომ იყოს, ვიტყვი, რასაც გულისხმობს ეს ყოველივე: პირველ რიგში, მათ უნდა წარმოადგინონ ექიმების სია, რომელთაც ექნებათ საქართველოში საექიმო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია და ამ ლიცენზიას გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო; ამის შემდგომ, როგორც ჩვენ მათ უკვე განცხადებითაც დავუდასტურეთ, შემჭიდროებულ ვადებში სპეციალური პენიტენციური სამსახური იმსჯელებს კლინიკაში მათ დაშვებასთან დაკავშირებით. დღევანდელ დღემდე, სრული პასუხისმგებლობით მინდა, ვთქვა, რომ მსგავსი ტიპის გამართული მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროში არ შემოსულა. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ ვერცერთი ექიმის შეყვანაზე მაშინ, როდესაც ჩვენთვის ამის შესახებ არავის მოუმართავს შესაბამისი ფორმით.  როდესაც მოგვმართავენ, მაშინ უკვე შეგვეძლება ამ საკითხზე კონკრეტული პასუხის გაცემა, მაგრამ ესეც არის მიმდინარე კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი, რომლითაც მიზნად ისახავენ იმას, რომ რაც შეიძლება იყოს მეტი სპეკულაცია, თითქოს ვინმეს არ უშვებენ... შესაძლებელია, მათ ისიც უნდოდეთ, საზოგადოებაში იმის ჩვენება, რომ გამზადებულია თვითმფრინავი, რომელშიც სხედან ექიმები, რომლებიც უნდა ჩამოვიდნენ და უმკურნალონ პაციენტს და სახელმწიფო მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევს. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სახელმწიფოს მხრიდან იგივე უცხოელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება და შეთავაზება იყო ძალიან დიდსულოვანი და ჰუმანური ნაბიჯი, თუმცა, მათ ეს დღემდე არ გამოუყენებიათ", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics