|
2023-03-23 22:59:50, 1000 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ოპოზიციას შეიძლება, რევოლუციური კომიტეტიც ეწოდოს, მათი მიზანი არა რეკომენდაციების, არამედ სხვა ამოცანების განხორციელებაა
დარწმუნებული ვარ, რადიკალურ ოპოზიციას პრემიერ-მინისტრთან კითხვები კი არ ექნებათ, არამედ საბოტაჟის რეჟიმს მიმართავენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია არის გუნდი, რომელსაც შეიძლება, რევოლუციური კომიტეტიც კი ეწოდოს, ვინაიდან მათი მიზანი არა რეკომენდაციების შესრულება, არამედ სხვა ამოცანების განხორციელებაა. „ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი. დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრთან კითხვები კი არ ექნებათ, არამედ საბოტაჟის რეჟიმს მიმართავენ. მათი მთავარი ამოცანაა, არანაირი ცივილური განხილვა არ იყოს. დიდი ხანია, ისინი ამ რეჟიმში მუშაობენ. ეს არის ადამიანების გუნდი, რომელსაც შეიძლება, რევოლუციური კომიტეტი ვუწოდოთ, რომლის მიზანია სხვა ამოცანების განხორციელება და არა – რეკომენდაციების შესრულება“, - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, ხვალ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)